თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა დაადასტურა მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის 3,4%-ით ზრდის პროგნოზი, ნათქვამია ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კვლევაში „რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივები“.
კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2017 წელსაც გაგრძელდება და 3,9%-ს მიაღწევს, რასაც ხელს შეუწყობს ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება (DCFTA).
იმ დროს, როდესაც ქვეყანაში შიდავითარება კვლავ რთულია, მათ შორის, მცირდება ფულადი გადარიცხვები და ექსპორტი, საქართველო შემოსავლებს კარგი ტურისტული სეზონისა და ინვესტორების მხრიდან ნდობის გაზრდის ხარჯზე ელოდება, წერია კვლევაში.
მსოფლიო ბანკის პროგნიზით, საქართველოს 2017-2018 წლებში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექნება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 21 ქვეყნას შორის.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით კი საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2017 წელს 4,5%-ს, ხოლო 2018 წელს 5%-ს შეადგენს.