აფბა: საქართველოსთვის 2017 წელს 4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ლოგიკურია
„მნიშნელოვანია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში, 3%-ანი ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, 4 %-იანი ეკონომიკური ზრდაა გათვალისწინებული და ეს აბსოლუტურად ლოგიკური და ამ ეტაპზე არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან გამომდინარეა", — განაცხადა ანდრია გვიდიანმა.
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 10,555 მლრდ ლარით განისაზღვრა. მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 9,520 მლრდ ლარს, გრანტები – 135 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები — 900 მლნ ლარს.