თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესპანელ კოლეგასთან მარიანო რახოისთან ერთად ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს, იუწყება საქართველოს მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახური.
კვირიკაშვილი ესპანეთში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ორშაბათს გაემგზავრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ტალებ რიფაისთან შეხვედრით დაიწყო.
„მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით (სავაჭრო-ეკონომიკური — რედ.) ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის კარგი საფუძველი არსებობს… საუბარი ასევე შეეხო ტურიზმის სფეროში ესპანეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას“, — ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მარიანო რახოის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
ესპანელ კოლეგასთან შეხვედრამდე კვირიკაშვილი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ღონისძიების სტუმრებს კანდიდატურა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ესპანეთში საქართველოს ელჩის ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.
„საქართველო, ეს ევროპული ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც 3.5 მილიონი ადამიანია, და რომელიც ყოველწლიურად 6.4 მილიონ სტუმარს მასპინძლობს; ტურიზმის ზრდის მაჩვენებელი წელიწადში 20%-ს შეადგენს. ამდენად, ჩვენმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე დაესახელებინა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და ესპანეთში საქართველოს ელჩის, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა. დარწმუნებული ვარ, არჩევის შემთხვევაში, ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ნამდვილად ღირსეული მემკვიდრე იქნება და შეძლებს ამ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებას“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს თანამდებობაზე ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა (აღმასრულებელი საბჭოს წინადადებით) ოთხი წლის ვადით ნიშნავს. კანდიდატურას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მოქმედ წევრთა 2/3-მა უნდა დაუჭიროს მხარი.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის გადარჩევა მხოლოდ ერთხელ შეიძლება.