მადრიდში, UNWTO-ს სათავო ოფისში კვირიკაშვილის საპატიო დაფა გაჩნდა

© FB / Георгий Квирикашвилиმადრიდში, UNWTO-ს სათავო ოფისში კვირიკაშვილის საპატიო დაფა გაჩნდა
მადრიდში, UNWTO-ს სათავო ოფისში კვირიკაშვილის საპატიო დაფა გაჩნდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ესპანეთში ვიზიტი გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ტალებ რიფაისთან შეხვედრით დაიწყო.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. მადრიდში, გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (UNWTO) სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სახელობითი საპატიო დაფა გაიხსნა, აღნიშნულია მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კვირიკაშვილის ესპანეთში ვიზიტის ოფიციალური ნაწილი გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ტალებ რიფაისთან შეხვედრით დაიწყო, რომელმაც საქართველოს მიმართ აღფრთოვანება გამოხატა.

„საქართველო არის უმშვენიერესი, სიცოცხლითა და ენერგიით სავსე ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ ულამაზესი, ბედნიერი და მუდამ მომღიმარი ადამიანები. მათ გვერდით ყოველთვის შინ გრძნობ თავს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დატვირთული განრიგის მიუხედავად, გამონახა დრო და დღეს ჩვენთან ერთად არის“, — განაცხადა რიფაიმ კვირიკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კვირიკაშვილმა, თავის მხრივ, რიფაის ტურიზმის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ტურისტები მეიდანზე - Sputnik საქართველო
ტურისტული კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველომ 71-ე ადგილი დაიკავა

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რადგან გვწამს ტურიზმის ტრანსფორმაციული ძალისა; ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები, პრინციპები და იდეები, რომელთა თანახმად, ტურიზმი ხალხთაშორისი ურთიერთობების დამყარების, კულტურათა შორის ურთიერთგაცვლის, ეკონომიკური წარმატების ქვაკუთხედია“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ორგანიზაციის სათაო ოფისში საპატიო დაფა იმ დიდი მხარდაჭერის ნიშანია, რომელსაც ტურიზმის სფერო სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებისგან იმსახურებს.

კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში, რომელიც მადრიდში ოთხშაბათს გაიხსნება.

ყველა ახალი ამბავი
0