თბილისში სამეცნიერო კონფერენცია „ჰორიზონტი 2020“ ტარდება

გამოწერა
კვლევებისა და ინოვაციების საკითხებში ევროკავშირის პროექტი „ჰორიზონტი 2020“ ქართველ მეცნიერებს აფინანსებს.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. თბილისში მიმდინარეობს სამეცნიერო კონფერენცია „ჰორიზონტი 2020“, რომლის მიზანი საუკეთესო პროექტებისა და კვლევების დაფინანსებაა.

საქართველო 2016 წელს კვლევებისა და ინოვაციების საკითხებში ევროკავშირის მსხვილი პროექტის „ჰორიზონტი—2020“-ის წევრი გახდა, რაც ქართველ მეცნიერებს „ევროპული კვლევის ფონდის“ დაფინანსების მიღების საშუალებას აძლევს. ამჟამად თბილისში მიმდინარე ღონისძიებაზე მეცნიერები მიიღებენ ინფორმაციას, თუ როგორ შეძლებენ სახსრების მიღებას სამეცნიერო პროექტების რეალიზებისთვის.

ზაზა ოსმანოვი და ია ფიფია - Sputnik საქართველო
2016 წლის გამოჩენილ მეცნიერებს ჯილდოები გადაეცათ

ამ ფონდის წევრობა წელიწადში 3 მილიონი ევრო ჯდება. თუმცა, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ კონფერენციაზე განაცხადა, ეს თანხა ქვეყნის ბიუჯეტს უკვე დაუბრუნდა.

„ძალიან დიდი ფასდაკლება მივიღეთ — 85%-იანი. შენატანი წელიწადში სამი მილიონი ევრო გვიჯდება, თუმცა, ძალიან სასიხარულოა, რომ პირველივე წელს ეს სამი მილიონი ევრო კვლევების სახით უკან წამოვიღეთ, ძალიან კარგად იმუშავეს ჩვენმა მეცნიერებმა, ორგანიზაციებმა“, — განაცხადა ჯეჯელავამ.

საქართველომ 1,5 მლნ ევრო მიიღო კონკრეტული კვლევების დასაფინანსებლად, კიდევ 1,5 მლნ ევრო 2017 წელს მეცნიერების განვითარების ფონდში დაბრუნდება, აღნიშნა მინისტრმა.

დავით რიჟინაშვილი - Sputnik საქართველო
"გონიერი საათი" ასაკოვანი ადამიანებისთვის - 15 წლის ქართველი მოზარდის გამოგონება

„ევროპული კვლევების ფონდი“ სამი კატეგორიის გრანტებს გასცემს: საწყისს, საშუალოსა და უმაღლესს, რომლის თანხაც 5 მლნ ევროს შეადგენს.

„ჰორიზონტი-2020“-ის ბიუჯეტი 80 მილიარდი ევროა. ეს თანხა 2014 წლიდან სამეცნიერო ან კვლევით აღმოჩენებსა და ინოვაციებზე ნაწილდება.

2014 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, ანუ შვიდ წელიწადზე გათვლილი პროგრამის მთავარი მიზანი ევროპულ კვლევით სივრცეში სამეცნიერო ინიციატივების მხარდაჭერა და წახალისებაა.

ყველა ახალი ამბავი
0