2016 წლის გამოჩენილ მეცნიერებს ჯილდოები გადაეცათ

© FB / Free University ზაზა ოსმანოვი და ია ფიფია
ზაზა ოსმანოვი და ია ფიფია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელექტროქიმიის, ინოვაციური იმუნოთერაპიისა და ნანო-ტექნოლოგიის სფეროს მეცნიერებს საპატიო სიგელები გადაეცათ.

თბილისი, 8 დეკემბერი– Sputnik. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ 25 ქართველ პროფესორს 2016 წლის გამოჩენილი მეცნიერის სტატუსი მიანიჭა, აცნობეს Sputnik-საქართველოს.

ლიტერატურის სფეროში სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი ლევან ბრეგაძე დაჯილდოვდა, ფსიქოლოგიის სფეროში კი აკადემიკოსი ირაკლი იმედაძე. ფიზიკის სფეროში თავი გამოიჩინეს აკადემიკოსებმა ევგენი კიზირიამ, გიორგი ჩაგელიშვილმა და პროფესორმა ზაზა ოსმანოვმა, ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში —რომან მამულაძემ.

ხელოვნებათმცოდნეობის სფეროში მიღწევებისათვის პროფესორ ქიტა მაჩაბელს, ხოლო აკადემიკოს გიორგი ნახუცრიშვილს ბოტანიკის მიმართულებაში წვლილისთვის  საპატიო სტატუსი მიენიჭა.

ქართველი ქირურგი-ოფთალმოლოგი მიხეილ ომიაძე ოპერაციის დროს - Sputnik საქართველო
ქართველი ქირურგი პირდაპირ ეთერში: იტალიაში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა

მედიცინის სფეროში საუკეთესო მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ოკუჯავა აღმოჩნდა, გეოლოგიის მიმართულებაში კი პროფესორი ავთანდილ ოქროსცვარიძე.

ისტორიის სფეროში გამოჩენილი მეცნიერის სტატუსი პროფესორმა ოთარ ჟორდანიამ და აკადემიკოსმა ნანა ხაზარაძემ მიიღეს, მათემატიკაში პროფესორმა თემურ სურგულაძემ და თემურ ჯანგველაძემ, ფილოლოგიაში კი მამია ფაღავამ და როინ ჭიკაიძემ.

ელექტროქიმიის სფეროში (ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილება) აკადემიკოსი გრიგოლ ტატიშვილი დაჯილდოვდა.

ბიოლოგიის სფეროში ჯილდო ასისტენტ-პროფესორს ია ფიფიას გადაეცა, მიწების მართვის მეცნიერული უზრუნველყოფის საქმეში კი მეცნიერებათა დოქტორს გელა გლიგვაშვილს.

ქართველი მეცნიერი დავით ლორთქიფანიძე მედლით დაჯილდოვდა - Sputnik საქართველო
ქართველი მეცნიერი დავით ლორთქიფანიძე მედლით დაჯილდოვდა

ტელეკომუნიკაციის სფეროში ჯილდო პროფესორ სერგო შავგულიძეს გადაეცა, მეღვინეობა-მევენახეობის სფეროში —აკადემიკოს დავით ჩაჩუას, ნანო-ტექნოლოგიებში-პროფესორ ლევან ჩხარტიშვილს, ქიმიაში კი —ბეჟან ჭანკვეტაძეს.

ინოვაციური იმუნოთერაპიის სფეროში მეცნიერებათა დოქტორი ნონა ჯანიკაშვილი დასახელდა, სამთო მექანიკის სფეროში კი აკადემიკოსი ლევან ჯაფარიძე.

საქართველოს საუკეთესო მეცნიერთა გამოვლენა და დაჯილდოება-ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ნოემბერში ტარდება. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია წლის განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობს ქვეყნის სხვადასხვა კათედრასა და სამეცნიერო განყოფილებებთან, რომლებიც მოწინავე მეცნიერებს გამოავლენენ, რომლებმაც თავის სფეროში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.


ყველა ახალი ამბავი
0