ქართველი ქირურგი პირდაპირ ეთერში: იტალიაში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა

© მიხეილ ომიაძის პირადი არქივიქართველი ქირურგი-ოფთალმოლოგი მიხეილ ომიაძე ოპერაციის დროს
ქართველი ქირურგი-ოფთალმოლოგი მიხეილ ომიაძე ოპერაციის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ქირურგი-ოფთალმოლოგი მიხეილ ომიაძე პირველი ექიმია, რომელმაც იტალიაში კატარაქტის მოშორებისა და ხელოვნური ბროლის გადანერგვის უნიკალური ოპერაცია ჩაატარა.

იტალიის ოფთალმოლოგთა ასოციაციის საერთაშორისო კონგრესზე ომიაძე იტალიურმა მხარემ მიიწვია. კონგრესი რომში 23-26 ნოემბერს გაიმართა. ქართველი ექიმი ოპერაციას ყურსასმენებით ატარებდა და კონგრესის სტუმრების კითხვებს პასუხობდა. დარბაზში მყოფ სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტს ქირურგის ყოველი მოძრაობის დანახვა შეეძლო.

„ამას „ცოცხალ ქირურგიას“ ვეძახით. ეს ძალიან რთულია. ექიმი საკმაოდ სტრესულ მდგომარეობაშია, ამიტომ ეს, მაგალითად, ამერიკაში აკრძალულია, საქართველოსა და ევროპაში კი ძალიან პოპულარული მეთოდია. ოპერაციისას ვხსნიდი ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი. ეს დოკუმენტური მასალაა, დამონტაჟებული არაფერი არ არის, ყველაფერი დეტალურად არის ნაჩვენები“, — განაცხადა ომიაძემ „Sputnik საქართველოსთან" საუბრისას. 

© მიხეილ ომიაძის პირადი არქივიქართველი ქირურგი-ოფთალმოლოგი მიხეილ ომიაძე ოპერაციის დროს
ქართველი ქირურგი-ოფთალმოლოგი მიხეილ ომიაძე ოპერაციის დროს - Sputnik საქართველო
ქართველი ქირურგი-ოფთალმოლოგი მიხეილ ომიაძე ოპერაციის დროს
 

ოპერაცია 20-25 წუთი გრძელდებოდა, ომიაძის პაციენტი 76 წლის იტალიელი ჯუზეპე იყო, რომელიც ქართველი ქირურგის მუშაობით კმაყოფილი დარჩა.

ამჟამად ომიაძე თვალის ეროვნული ცენტრი New Hospital-ის დირექტორია, ასევე არის ევროპის ოფთალმოლოგიური ასოციაციის გამგეობის წევრი. მასში მსოფლიოს ყველა ქვეყნის წარმომადგენელია ჩართული, საქართველოს კი მიხეილ ომიაძე წარადგენს.

თბილისში საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის და ევროპის ოფთალმოლოგთა ასოციაციის კონგრესი უკვე ორჯერ ჩატარდა, რომელზეც ომიაძემ იტალიელი, ფრანგი, შვეიცარიელი და ამერიკელი კოლეგები მოიწვია. 

© მიხეილ ომიაძის პირადი არქივიქართველი ქირურგი-ოფთალმოლოგი მიხეილ ომიაძე
ქართველი ქირურგი-ოფთალმოლოგი მიხეილ ომიაძე - Sputnik საქართველო
ქართველი ქირურგი-ოფთალმოლოგი მიხეილ ომიაძე

უკანასკნელი კონგრესი მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდა, რომლის დროსაც ქართველმა ქირურგმა ხუთი საჩვენებელი ოპერაცია ჩაატარა. ეს ოპერაციები პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. იმ დროს საქართველოში იტალიის ოფთალმოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი მატეო პიოველა იმყოფებოდა, რომელმაც ომიაძე რომში იტალიის ოფთალმოლოგთა ასოციაციის საერთაშორისო კონგრესზე მიიწვია. 

„ყველა დიპლომის, სერტიფიკატისა და დოკუმენტის გაგზავნა მთხოვეს. ოფთალმოლოგიის ასოციაციის კომიტეტმა და იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ ჩემი კანდიდატურა განიხილა და ოპერაციის ჩატარების ნება დამრთეს. რომში მხოლოდ ოპერაცია არ ჩავატარე, მსმენელთა წინაშე კატარაქტისა და გლაუკომის მკურნალობის მეთოდების შესახებ მოხსენებით გამოვედი. ჩემ გარდა ოპერაციებს იტალიელი ექიმებიც ატარებდნენ. კონგრესის პერიოდში პირდაპირი ეთერით 20 ოპერაცია ჩატარდა“, — აღნიშნა ომიაძემ. 

© მიხეილ ომიაძის პირადი არქივიქართველი ქირურგი-ოფთალმოლოგი მიხეილ ომიაძე
ქართველი ქირურგი-ოფთალმოლოგი მიხეილ ომიაძე - Sputnik საქართველო
ქართველი ქირურგი-ოფთალმოლოგი მიხეილ ომიაძე

მიხეილ ომიაძის თქმით, საქართველოში ოფთალმოლოგია უმაღლეს დონეზეა განვითარებული, ხოლო ორი მილიონი დოლარის ღირებულების აპარატურა ქართველ ქირურგებს თვალის ნებისმიერი ოპერაციების ჩატარების და ეფექტური მკურნალობის საშუალებას აძლევს.

ყველა ახალი ამბავი
0