ქართველი მეცნიერი დავით ლორთქიფანიძე მედლით დაჯილდოვდა

© FB/ Goethe-Institut - Maik Schuckქართველი მეცნიერი დავით ლორთქიფანიძე მედლით დაჯილდოვდა
ქართველი მეცნიერი დავით ლორთქიფანიძე მედლით დაჯილდოვდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედალი გადაეცემა გერმანულენოვანი სამყაროს ფარგლებს გარეთ გერმანული ენისა და კულტურის გავრცელების საქმეში შეტანილი წვლილისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის მხარდაჭერისათვის.

თბილისი, 29აგვისტო— Sputnik.ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს დავით ლორდქიფანიძეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოფიციალური ჯილდო-გოეთეს მედალი გადაეცა.

2008 წელს დაწყებული ტრადიციით დაჯილდოვების ცერემონია იოჰან ვოლფგანგ გოეთეს დაბადების დღეს 28 აგვისტოს გერმანიის ქალაქ ვაიმარში დაიწყო.

დავით ლორდქიფანიძესთან ერთად გოეთეს მედალი ნიგერიელმა ფოტოგრაფმა აკინბოდეი აკინბიჯიმ და უკრაინელმა მწერალმა, პოეტმა და მთარგმნელმა იური ანდრუხოვიჩმა მიიღეს.

ლაურეატებს ჯილდო გადასცა გოეთეს ინსტიტუტის პრეზიდენტმა ჰანს-დიტერ ლემანმა.

ვეფხისტყაოსანი - Sputnik საქართველო
საქართველოში „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეს ეძებენ

დავით ლორდქიფანიძე-გამოჩენილი ქართველი პალეოანთროპოლოგია. სწორედ მისი ხელმძღვანელობით  1991 წელს დმანისში არქეოლოგიური კვლევები ჩატარდა, რომელთა შედეგად აღმოჩენილია და შესწავლილია 1,8 მილიონი წლის წინანდელი, დმანისის ჰომინიდების  ნაშთები. ლორდქიფანიძისა და მისი კოლეგების კვლევებმა სრულიად შეცვალა უძველესი ადამიანების განვითარების შესახებ აქამდე არსებული თეორია.

დავით ლორდქიფანიძის ხელმძღვანელობით ეროვნული მუზეუმი იქცა თანამედროვე და წამყვან კულტურულ დაწესებულებად. მუზეუმის დირექტორი, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებთან და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან, მათ შორის გოეთეს ინსტიტუტთან და ისეთ მნიშვნელოვან გერმანელ პარტნიორებთან, როგორებიცაა პრუსიის კულტურული მემეკვიდრობის ფონდი და ფრანკფურტის ზენკენბერგის მუზეუმი.

 დავით ლორთქიფანიძე, ასევე, ჰუმბოლდტის პრემიის ლაურეატია. ეს ჯილდო სხვადასხვა ქვეყნების მაღალკვალიფიციურ მეცნიერებსა და მკვლევარებს  აძლევს საშუალებას  გერმანიის მეცნიერებთან ერთად სხვადახვა სამეცნიერო პროექტი განახორციელონ.

გოეთეს მედალი — ჯილდოა, რომელიც 1955 წლიდან გოეთეს ინსტიტუტების მიერ  ყოველწლიურად გადაეცემა გერმანულენოვანი სამყაროს ფარგლებს გარეთ გერმანული ენისა და კულტურის გავრცელების საქმეში შეტანილი წვლილისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის მხარდაჭერისათვის. 1975 წლიდან გოეთეს მედალი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოფიციალური ჯილდოდ იქცა.

ჯილდო მხოლოდ უცხოელებს გადაეცემა, გერმანელები ამ მედლით იშვიათ შემთხვევებში ჯილდოვდებიან. სხვადასხვა წლებში გოეთეს მედლის მფლობელები გახდნენ  ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი ბილი უალდერი, ფრანგი კომპოზიტორი და დირიჟორი პიერ ბულეზი, სირიელი პოეტი ადონისი,  ინგლისელი მწერალი ჯონ ლე კარე, უნგრელი რეჟისორი იშტვან საბო, ქართულ-გერმანული მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი.


ყველა ახალი ამბავი
0