საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებმა „ზამთრის თასი“ მოიგო

© ФФГ"ზამთრის თასი"
ზამთრის თასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ტურნირი „ზამთრის თასი“, რომელშიც ექვსი ნაკრები მონაწილეობდა, ტრადიციული გახდება.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებმა ფინალში უკრაინას სძლია ანგარიშით 7:4 და პირველი საერთაშორისო ტურნირის „ზამთრის თასის“ გამარჯვებული გახდა. ტურნირი თბილისში ჩატარდა, აღნიშნულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ვებ-გვერდზე განთავსებულ ცნობაში.

ყველაზე შედეგიანი მოთამაშე საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ამჟამად სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი გახდა. მან ოთხი გოლი გაიტანა. სულ იაშვილმა ტურნირის განმავლობაში რვა გოლი გაიტანა და „ზამთრის კლუბის“ საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც დაიმსახურა.

საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო
ფიფას რეიტინგში საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა წელი რეგრესით დაიწყო

საინტერესოა, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში გოლები მხოლოდ სფფ-ის ამჟამინდელმა ხელმძღვანელებმა გაიტანეს. იაშვილის გარდა გუნდი ასახელეს ლევან კობიაშვილმა (2 გოლი) — სფფ-ის პრეზიდენტმა და დავით მუჯირმა — ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მინდორზე გამოვიდნენ გასული წლების ქართული ფეხბურთის ვარსკვლავები: გიორგი დემეტრაძე, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი ლომაია და სხვები.

„ზამთრის თასის“ პირველ გათამაშებაში მონაწილეობდა ვეტერან ფეხბურთელთა ხუთი ნაკრები — ესპანეთის, თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და საქართველოს, ხოლო მეექვსე ნაკრები უეფას გუნდი გახდა.

საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებები მატჩის წინ - Sputnik საქართველო
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დუბაიში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს

„მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ტურნირი მაღალ დონეზე ჩაგვეტარებინა. სიახლეა და, დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს ტურნირი ტრადიციული გახდება, ასევე, ვეცდებით, რომ ძლიერი გუნდები ჩამოვიყვანოთ, რათა კონკურენცია დიდი იყოს“, — განაცხადა ტურნირის დასრულების შემდეგ ლევან კობიაშვილმა.

ქართულ კლუბებს შორის ტურნირის გამარჯვებული გახდა საფეხბურთო კლუბი „გაგრა“, რომელმაც ფინალში თბილისის „დინამოს“ სძლია ანგარიშით 6:4.

გაყიდული ბილეთებიდან შემოსული მთლიანი თანხა დავით პეტრიაშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. ფონდი სფფ-ის ინიციატივით დაარსდა.

დავით პეტრიაშვილი ეროვნული ასოციაციების საკითხებში უეფას განყოფილების უფროსი მმართველი იყო. ის ტრაგიკულად დაიღუპა 2015 წლის დეკემბერში — სავალ ნაწილზე მას პატრულის ეკიპაჟი დაეჯახა.

ყველა ახალი ამბავი
0