ფიფას რეიტინგში საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა წელი რეგრესით დაიწყო

© FB / Georgian Football Federationსაქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ფიფა/ კოკა-კოლას ახალ რეიტინგში ფილიპინებისა და კანადის გუნდებს შორის განთავსდა.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები სამი ერთეულით ჩამოქვეითდა და ფიფა/კოკა-კოლას განახლებულ რეიტინგში 121 ადგილი დაიკავა, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ რეიტინგში.

საქართველოს ნაკრებს 281 ქულა აქვს და იგი ფილიპინებისა და კანადის გუნდებს შორის განთავსდა. 

საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებები მატჩის წინ - Sputnik საქართველო
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დუბაიში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს

რეიტინგის ზედა ნაწილში ცვლილებები არ მომხდარა. არგენტინის ნაკრები კვლავინდებურად არის მსოფლიოს ძლიერი გუნდების სათავეში. მეორე ადგილზეა ბრაზილია, სამეულს გერმანიის გუნდი ასრულებს.

ფიფა/კოლა-კოლის რეიტინგის პირველი ათეული ასეთია:

1. არგენტინა

2. ბრაზილია

3. გერმანია

4. ჩილე

5. ბელგია 

6. კოლუმბია 

7. საფრანგეთი 

8. პორტუგალია

9. ურუგვაი 

10. ესპანეთი

ფიფას რეიტინგში მსოფლიო ჩემპიონატი — 2018-ის «D» შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან: უელსი (12), ირლანდია (23), ავსტრია (31), სერბეთი (45), მოლდოვა (164).

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შესარჩევ მატჩს საქართველოს ნაკრები სერბეთის წინააღმდეგ თბილისში, მარტის თვეში გაიმართება.

შესარჩევი თამაშებისთვის მზადებას ქართველი ფეხბურთელები იანვრიდან დაიწყებენ, როდესაც ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ. 23 იანვარს ვლადიმირ ვაისას გუნდი უზბეკეთის ნაკრებს, ორი დღის შემდეგ კი იორდანიის გუნდს შეხვდება. 

საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა შტაბის შემადგენლობის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ეროვნულ პირველობაზე გამოდიოდნენ და ასევე იმ ლეგიონერებით, რომლებიც არცთუ ხშირად თამაშობდნენ ეროვნულ ნაკრებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0