თბილისი, 5 იანვარი— Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი იანვარში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ორივე მატჩი დუბაიში გაიმართება და 2018 წლის მსოფლიო ჩამპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის მზადების ნაწილს წარმოადგენს.
23 იანვარს ვლადიმირ ვაისის გუნდი უზბეკეთის ნაკრებს შეხვდება, ხოლო ორი დღის შემდეგ – იორდანიის გუნდს.
მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით საქართველოს ნაკრები, ძირითადად, ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტდება, ასევე იმ ლეგიონერებით, რომლებიც ეროვნულ გუნდში არცთუ ხშირად გამოდიან.
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, D ჯგუფში, საქართველოს ნაკრები ორი ქულით მეხუთე ადგილს იკავებს. ქართველმა ფეხბრთელებმა ოთხი შეხვედრა გამართეს, აქედან ორჯერ ფრე ანგარიშით დაასრულეს მატჩი და ორჯერ – წააგეს.