თბილისში 2018 წლის ფრანკფურტის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობის საკითხს განიხილავენ

© FB / Министерство культуры Грузииთბილისში ფრანკფუტის წიგნის ბაზრობის საკითხს განიხილავენ
თბილისში ფრანკფუტის წიგნის ბაზრობის საკითხს განიხილავენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო 2018 წელს მსოფლიოს წიგნის უდიდეს ბაზრობაზე ფრანკფურტში საპატიო სტუმარი იქნება.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. 2018 წლის ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს საპატიო სტუმრის რანგში მონაწილეობის საკითხები განიხილეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში. 

თბილისში 16-18 იანვარს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი, ვიცე-პრეზიდენტ ტობიას ვოსი და პროგრამის ხელმძღვანელი სიმონე ბიულერი, რომლებიც მაღალი დონის შეხვედრებს ატარებენ. გერმანიიდან ჩამოსული სტუმრები უკვე საქართველოს პრემიერ–მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ და მოსამზადებელი სამუშაოების შედეგები და თანამშრომლობის აქტიურ ფაზაში გადასვლის პერსპექტივები განიხილეს.

გერმანიის დელეგაციასთან შეხვედრას კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი ესწრებოდა, რომელიც სამინისტროსთან ერთად მოსამზადებელი სამუშაოებით არის დაკავებული. 

საქართველოს პავილიონი ფრანკფუტში - Sputnik საქართველო
საქართველომ ფრანკფუტის წიგნის ბაზრობაზე პავილიონი წარადგინა

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელობის სამუშაო შეხვედრები ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან და კულტურული პროგრამის მენეჯერებთან.

 „შეხვედრებზე ქართული ლიტერატურული და კულტურული პროგრამის დაგეგმვა-განხორციელების დეტალებს განიხილავენ. ასევე საუბარი შეეხება 2017 წლის ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოსთვის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ოფიციალური ცერემონიის საორგანიზაციო საკითხებს. საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსს საქართველოს საფრანგეთი გადასცემს“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

თუშეთი - Sputnik საქართველო
ჯაშუშურ რომანზე მუშაობისას ბრიტანელი მწერლის შთაგონების წყარო საქართველო იყო

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ყველაზე პრესტიჟული და დიდი საერთაშორისო ღონისძიებაა არა მარტო ლიტერატურულ და საგამომცემლო, არამედ ზოგადად, კულტურულ სფეროში. ყოველწლიურად ბაზრობა 300 ათასამდე ვიზიტორს მასპინძლობს და 400 ათასამდე წიგნს გამოფენს. ღონისძიებას პირველი სამი დღის განმავლობაში მხოლოდ საქმიანი ვიზიტორები სტუმრობენ, ხოლო ბოლო ორ დღეს ბაზრობა ღიაა ფართო საზოგადოებისთვის. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას 500 წლიანი ისტორია აქვს.

 

ყველა ახალი ამბავი
0