თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ბრიტანელი მწერლის კრის მორგან ჯონსის ჯაშუშური რომანის სიუჟეტი საქართველოში ვითარდება.
წიგნის დასახელებაა The Searcher („მაძიებელი“). გაზეთ The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში წიგნის ავტორმა აღნიშნა, რომ ამ რომანის შექმნა საქართველომ შთააგონა.
„საქართველო — ეს მწერლისთვის საჩუქარია! მგონია, რომ ის ყოველ ათ მილზე იცვლება. თბილისი და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის მთები (თუშეთი, რედ.) — ესაა ადგილები, რომელიც ჩემს წიგნში გამოვიყენე, იქ განსაკუთრებული სიმდიდრეა“, — აცხადებს ავტორი.
რომანის მიხედვით, ახალგაზრდა მამაკაცი რუსეთ-საქართველოს ფარული კონფლიქტის ქაოტურ ეპიცენტრში აღმოჩნდება, სადაც მთავრობის აგენტებისა და ჯაშუშების ბრძოლა მიდის.
საქართველოსადმი მკითხველის ყურადღების მიქცევასთან ერთად, გარდა თანამედროვე ვითარებისა, ბრიტანელი მათ საქართველოს უძველეს ისტორიას აცნობს. წიგნში ის საქართველოზე სხვადასხვა წლებში განხორციელებულ შემოსევებსა და იმის შესახებ მოუთხრობს, რომ მიუხედავად სირთულისა, საქართველომ მოახერხა საკუთარი ენის, რელიგიისა და კულტურის შენარჩუნება.
ჯონსი განსაკუთრებით მოიხიბლა თუშეთით, რომელიც სამოთხეს შეადარა.
„თვალუწვდენელი მთები, კამკამა მდინარეები, ველური ცხენები, მგლები, დათვები და ხმაურიანი ფესტივალები. თუშეთი სამოთხეს ჰგავს, რომელიც ჩრდილოეთიდან ჩეჩნეთს, ხოლო აღმოსავლეთით დაღესტანს ესაზღვრება. როდესაც თქვენ აქ ხართ, შეუძლებელია გაიაზროთ, რომ ამ სილამაზესთან ერთად თქვენ გელოდებათ საფრთხე და სამოთხე მარადიულად არ გაგრძელდება“, — გულწრფელ ემოციებს ვერ მალავს მწერალი.
თბილისს ბრიტანელი მწერალი სხვა სამყაროში აღმოცენებულ ევროპულ ქალაქს უწოდებს. როგორც ჯონსი აღნიშნავს, მისი მუზა სწორედ თბილისი იქცა.