თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik.ფრაკფუტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც მთელი მსოფლიოს ლიტერატურული სიახლეები იყრის თავს, საქართველომ ეროვნული პავილიონის პრეზენტაცია გამართა. უმსხვილესი წიგნის ბაზრობა 19-დან 23 ოქტომბრამდე იმართება გერმანიის ქალაქ ფრანკფუტში.
ღონისძიება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების 7 ათასამდე მცირე და დიდ გამომცემლობას აერთიანებს. აქ წარმოდგენილია წიგნები, ჟურნალები, გაზეთები, და სხვა ბეჭდური და პერიოდული გამოცემები.
ამ დღეებში ბაზრობის კარები ღიაა როგორც გამომცემლობის დარგის პროფესიონალებისათვის, ისე ყველა იმ ადამიანისათვის, რომელიც წიგნის მიმართ გულგრილი არაა. მოსალოდნელია, რომ წელს წარმოდგენილ ექსპონატთა რაოდენობა 7 ათასს გადააჭარბებს. წიგნების ავტორები და სტუმრები ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებაზე მთელი მსოფლიოდან ჩადიან.
საქართველოს პავილიონის პროგრამა მოიცავს საქმიან შეხვედრებს გამომცემლებთან, მონაწილეობას მრგვალ მაგიდებში და სხვა ღონისძიებებს.
ქართული პავილიონი ოფიციალურად კულტურის მინისტმა მიხეილ გიორგაძემ, მეცნიერების ადა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედეა მეტრეველმა გახსნეს. ტრადიციულად, გამოფენაზე ერთ-ერთი ქვეყანა საპატიო სტუმრის სტატუსს ატარებს. წელს ეს პატივი ფლანრდიას (ბელგიის რეგიონი) და ნიდერლანდებს ერგო. საქართველო ამ სტატუსით ფრანკფუტის წიგნის ბაზრობაზე 2018 წელს წარსდგება.