სომხეთს საქართველოს გავლით 2–2,2 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდება

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკშიკომპანია "გაზპრომის" სტენდი
კომპანია გაზპრომის სტენდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის შეთანხმების თანახმად, 2017 წელს გადახდის ფორმა ნედლეულით ნაწილობრივ შენარჩუნდება, ხოლო შემდეგ ფულადი გადახდით გაგრძელდება.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. „გაზპრომ ექსპორტი“ სომხეთისთვის საქართველოს გავლით 2017–2018 წლებში, წელიწადში 2–2,2 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას გეგმავს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით.

გაზპრომი - Sputnik საქართველო
საქართველოს შეთანხმება "გაზპრომთან": საფრთხეები და შეფასებები

„გაზპრომ ექსპორტი“ და ქართული მხარე რუსული გაზის სომხეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტის პირობებზე, ასევე სომხეთში ტრანზიტის საფასურის გადახდის შესახებ შეთანხმდნენ.

„მიღწეული შეთახმებების შესაბამისად, რუსული მხარე გარანტიას იძლევა, გადაიხადოს საქართველოს გავლით სომხეთში 2017–2018 წლებში, წელიწადში 2–2,2 კუბური მეტრი მოცულობის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების თანხა, ასევე მიაწოდოს საქართველოს ბუნებრივი აირი მოქნილი პირობებით, 1 ათას კუბურ მეტრზე 30 აშშ დოლარით ნაკლებ ფასად, ვიდრე 2016 წელს“, – აღნიშნავს კომპანია. 

ОАО Газпром - Sputnik საქართველო
კალაძე: საქართველო "გაზპრომთან" ხელშეკრულებას გააფორმებს

„რიგი შეხვედრებისა და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ქართველ პარტნიოორებთან შევძელით შეგვემუშავებინა ორივე მხარისთვის ოპტიმალური კომერციული პირობები და მიგვეღწია შეთანხმებისთვის ტრანზიტის პირობების შესახებ“, – განაცხადა „გაზპრომ ექსპორტის“ გენერალურმა დირექტორმა ელენა ბურმისტროვამ, აღნიშნულია განცხადებაში.

ბურმისტროვასა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის მორიგი შეხვედრა სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხებთან დაკავშირებით 10 იანვარს გაიმართა.

 

ყველა ახალი ამბავი
0