კალაძე და კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების შემადგენლობაში ერთად ითამაშებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსტადიონის შესასვლელი
სტადიონის შესასვლელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში საფეხბურთო ტურნირი "ზამთრის თასი" გაიმართება, მასში მონაწილეობას მიიღებენ ესპანეთის, თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გუნდები.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. თბილისის ოლიმპიურ სოფელში 13-15 იანვარს პირველად გაიმართება საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი "ზამთრის თასი", იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ოფიციალური ვებგვერდი.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 16 ქართული კლუბი და ექვსი ევროპული ნაკრები, რომლებიც გასული წლების მოთამაშეებით იქნება დაკომპლექტებული.

ქართული კლუბები ოთხ ჯგუფად დაიყოფა, მატჩები 13 და 14 იანვარს ჩატარდება. თითოეული კვარტეტის გამარჯვებული ნახევარფინალში გავა. ნახევარფინალის მატჩები და ფინალი 15 იანვარს ჩატარდება.

რადიო JAKO.FM - Sputnik საქართველო
საქართველოში სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში სპორტსმენების ტოპ-ათეულს აირჩევენ

ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბებისთვის, "ზამთრის თასის" ტურნირი პირველ რიგში სეზონისწინა მზადების საწყის ეტაპს წარმოადგენს. შეჯიბრების დასრულების შემდეგ გუნდების უმრავლესობა პირველ შეკრებაზე გაემგზავრება.

რაც შეეხება ნაკრებების ტურნირს, მასში მონაწილეობას მიიღებენ ესპანეთის, თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გუნდები. მათ ასევე უეფას ნაკრებიც შეუერთდება.

უკვე დანამდვილებით ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გასული წლების ვარსკვლავები ითამაშებენ: კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სხვები. შესაძლოა, მათ საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია შეუერთდება.

მაგიდის ჩოგბურთი - Sputnik საქართველო
თბილისში სპორტული ფესტივალი გაიმართება

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში თბილისში ისეთი ფეხბურთელები ჩამოვლენ, როგორებიცაა ჟოან კაპდევილა (2010 წლის მსოფლიო და 2008 წლის ევროპის ჩემპიონი), მარკოს სენა (2008 წლის ევროპის ჩემპიონი), სერხი რობერტო, ხუანფრან ტორესი და ესპანური ფეხბურთის სხვა ვეტერანები.

მოსალოდნელია, რომ უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში მოედანზე გამოვლენ ანდრეი შევჩენკო, ანატოლი ტიმოშჩუკი და ანდრეი ვორონინი. თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის.

ექვსი ნაკრები გაიყოფა ორ ჯგუფად, თითოში სამ-სამი გუნდი იქნება. ნახევარფინალში თითო ჯგუფიდან ორ-ორი გუნდი გავა. ნაკრებების ყველა მატჩი, ნახევარფინალებისა და ფინალის ჩათვლით, კვირას, 15იანვარს გაიმართება.

რაც შეეხება ბილეთებს, პირველ ორ დღეში ტურნირზე შესვლა უფასო იქნება. 15 იანვარს ბილეთის ფასი ორ ლარს შეადგენს. ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება დავით პეტრიაშვილის სახელობის ფონდში, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით დაარსდა.

დავით პეტრიაშვილი იყო უეფას ეროვნული ასოციაციების დეპარტამენტის პროგრამული მენეჯერი. 2015 წლის დეკემბერში ის ტრაგიკულად დაიღუპა — თბილისის ერთ–ერთ ქუჩაზე გზის სავალ ნაწილზე მას მოძრავი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დაეჯახა.


ყველა ახალი ამბავი
0