ივლისში საქართველოში საქართველო-ჩინეთის ბიზნეს–ფორუმი გაიმართება

© photo: Sputnik / Basik Pipiyaთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
"საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ" და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშემწყობმა საბჭომ მოილაპარაკეს თანამშრომლობის განვითარების შესახებ და ისინი უახლოეს მომავალში შესაბამის მემორანდუმს გააფორმებენ.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. 2017 წლის ივლისში საქართველოს ჩინეთის ბიზნეს–დელეგაცია ეწვევა 100-ზე მეტი წარმომადგენლით. საქართველო-ჩინეთის ბიზნეს–ფორუმის გამართვის შესახებ განცხადება ბიზნეს–გაერთიანება "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა" (GEA) და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPITBJ) შორის გამართულ შეხვედრაზე გაკეთდა, იუწყება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.

პაატა ბაირახტარი - Sputnik საქართველო
აფბა: 2017 წელს მთავარი პრიორიტეტი სწრაფი ეკონომიკური განვითარება იქნება

ბიზნეს–ფორუმი გაიმართება პროექტის “ერთი მსოფლიო, ერთი სარტყელის” ფარგლებში. როგორც ჩინეთის მხარემ აღნიშნა, საქართველოში ვიზიტი ასტანაში გამართული სამთვიანი მსოფლიო ბიზნეს–ფორუმის გაგრძელება იქნება. მათი სურვილია, ჩინეთის ბიზნეს–დელეგაცია გამოუყვეს ე.წ. აბრეშუმის გზას, რათა მაქსიმალურად განავითარონ სავაჭრო ურთიერთობები ბიზნეს–ფორუმების, გამოფენების საშუალებით.

ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭო ყველაზე მსხვილ და მნიშვნელოვან ორგანიზაციას წარმოადგენს ჩინეთის უცხოური ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით.
იგი აერთიანებს სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენელ 4000-მდე საწარმოსა და ორგანიზაციას პეკინში. მათი ორგანიზებით იმართება გლობალური ბიზნეს–ფორუმები და გამოფენები.
საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებაზე მემორანდუმი გააფორმეს - Sputnik საქართველო
ჩინეთში 2016 წლის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის საქართველოსთან შეთანხმება მოხვდა
შეხვედრაზე, რომელსაც ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს ასოცირებული კონსული და ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, შეთანხმდნენ, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობა განვითარდება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
ორმხრივი ბიზნეს კავშირების განვითარება; გარემოს დაცვისა და რესურსეფექტური წარმოების ხელშეწყობა;
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს შორის მზადდება თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. მხარეებს შორის მომდევნო შეხვედრა ჩანიშნულია აპრილში, რომელზეც განიხილება დაგეგმილი ბიზნეს–ფორუმის ორგანიზების დეტალები და განისაზღვრება ის ბიზნეს–სექტორები, რომლებიც მასში მიიღებენ მონაწილეობას.
ყველა ახალი ამბავი
0