რას არ გააკეთებს ზრდასრული მამაკაცი არასდროს

CC BY 2.0 / Flickr / Boston Public Library / Man and woman sittingრას ნიშნავს ნამდვილი მამაკცური საქციელი
რას ნიშნავს ნამდვილი მამაკცური საქციელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როდის ხდება მამაკაცი ზრდასრული და რას ნიშნავს ეს? საუბარი არ არის ასაკობრივ განსაზღვრაზე, საუბარია ნამდვილ მამაკაცურ ქცევაზე, რომელიც მის მოწიფულობასა და ზრდასრულობაზე მიუთითებს.

როგორ არ მოიქცევა ნამდვილი ზრდასრული მამაკაცი არასდროს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში ეს პუნქტები დაგეხმარებათ.

1. ზრდასრული მამაკაცი თქვენს გარეგნობას არასდროს გააკრიტიკებს

„ქერად რატომ არ შეიღებავ თმას?“ „ერთი-ორი კილო რომ დაიკლო, რა კარგი იქნებოდა“ — მამაკაცი, რომელსაც უყვარხართ, თქვენ გარეგნობაზე ამგვარად არასდროს იტყვის. თუ ასე იქცევა, მაშინ სულ არ უნდა თქვენი დახმარება, ის განზრახ ცდილობს თქვენი თვითშეფასების დაკნინებას, რომ თავს თავდაჯერებულად არ გრძნობდეთ, რომ არ მიატოვოთ. მომწიფებული მამაკაცი თავისი თვითშეფასების სასარგებლოდ ასეთი კრიტიკის დონემდე არასდროს დაეცემა.

მამაკაცურ პოლიგამიას თანდათან მონოგამია ანაცვლებს - Sputnik საქართველო
რაზეა დამოკიდებული მამაკაცის ერთგულება?

ჯანსაღ ურთიერთობებში პარტნიორებს ერთმანეთისგან რაიმეს დამალვის საჭიროება არა აქვთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს პარტნიორს თქვენი ჯიბეების ჩხრეკისა და პირადი მიმოწერის ნახვის უფლება აქვს. თუ თქვენი პარტნიორი ასე იქცევა, ის აჩვენებს, რომ არ არის თავდაჯერებული და თქვენ პატივს არ გცემთ.

2. ის არ გაურბის სიძნელეებს

მოზარდობისას ბევრი ჩვენგანი გაურბოდა სირთულეებს და საკუთარ თავში იკეტებოდა. ზრდასრულ მამაკაცს გაცნობიერებული აქვს, რომ პრობლემას — იქნება ეს ურთიერთობებში, ოჯახსა თუ სამსახურში — ვერ გადაჭრი, თუ მას პირისპირ არ შეხვდები. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის ცდილობს, დანის პირზე გაიაროს, არა, უბრალოდ იცის, როდის უნდა გადაჭრას პრობლემა და როდის უნდა მოერიდოს კამათს.

3. ის არ მიიჩნევს, რომ გრძნობების გამომჟღავნება სისუსტის ნიშანია

CC BY 2.0 / Flickr / Rolands Lakis / Seasideჯანსაღ ურთიერთობებში პარტნიორებს ერთმანეთისგან რაიმეს დამალვის საჭიროება არ აქვთ
ჯანსაღ ურთიერთობებში პარტნიორებს ერთმანეთისგან რაიმეს დამალვის საჭიროება არ აქვთ - Sputnik საქართველო
ჯანსაღ ურთიერთობებში პარტნიორებს ერთმანეთისგან რაიმეს დამალვის საჭიროება არ აქვთ

იყო მამაცი, არ ნიშნავს, რომ იყო უემოციო, უგრძნობელი. ბრძენ მამაკაცს არ ეშინია, რომ მას განსჯიან, თუ გრძნობებს, რომანტიკულობას ან სენტიმენტალობას გამოამჟღავნებს. მან, უბრალოდ, იცის, რომ თუ ცოტაოდენ ემოციებს აჩვენებს, ამით თავის მამაკაცურობას, ვაჟკაცურობას არ დაკარგავს. გარდა ამისა, ეს ჯანსაღ ურთიერთობებს უწყობს ხელს.

4. ის მხოლოდ დღევანდელი დღით არ ცხოვრობს

ზოგიერთ მამაკაცს შეუძლია თავისი ხელფასი ერთ „სამეფო“ ვახშამზე დახარჯოს, ან შუა კვირაში წვეულებაზე გაერთოს და შემდეგ სამსახური გააცდინოს. ასეთი მამაკაცები მზად არ არიან, დაგეგმონ წინასწარ და შედეგებზე დაფიქრდნენ. თუ ყმაწვილობაში ეს არც თუ უპატიებელი მოვლენა იყო, ზრდასრული მამაკაცისთვის ეს, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. ასევე, ეს არ ნიშნავს, რომ მამაკაცის ცხოვრებას სპონტანურობა უნდა აკლდეს, უბრალოდ, მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს ხვალინდელ დღეზე.

ჰოროსკოპი - Sputnik საქართველო
იდეალური მამაკაცის ძიებაში - სახალისო „შპარგალკა“ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალისთვის

5. ის არასდროს გაგრძნობინებთ თავს მეორე ადგილზე მეგობრების შემდეგ

მამაკაცებს სისტემატურად სჭირდებათ კაცების კომპანიაში დროს გატარება, მათი ფსიქოლოგიური კომფორტისთვის ეს აუცილებელია. მაგრამ ბრძენ მამაკაცს ესმის, რომ მისი კომპანიონი ცხოვრებაში მაინც ქალია. სხვა შემთხვევაში, როდესაც მამაკაცი ხშირად უჯერებს მეგობრების რჩევებს და თავისი მეორე ნახევრის აზრს საერთოდ არ ითვალისწინებს, ამით ის ცდილობს აჩვენოს, რომ „დამოუკიდებელია“ და მამაცი. დიდი ალბათობით, ასეთ მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

6. ის არასდროს იჭერს „მხარეს“ დედასთან ურთიერთობებში

მომწიფებული მამაკაცი დროს უთმობს მშობლებთან ურთიერთობას, მაგრამ ის არასდროს გადადის ზღვარს, როდესაც ერთ-ერთი მშობელი (ჩვეულებრივ, დედა) მის ცხოვრებაში ზედმეტად დიდი ადგილის დაკავებას ცდილობს და, პრაქტიკულად, იქიდან ყველას განდევნას ცდილობს.

7. ის პატივს გცემთ და არასდროს იძალადებს

აქ მხოლოდ ფიზიკური ძალადობა არ იგულისხმება, არამედ მორალურიც. ნებისმიერი სახის ძალადობის ნიშნების გამომჟღავნებისას მაშინვე გაერიდეთ მას და ნუ დაიწყებთ მის გამართლებას.

ის, თუ როგორ ექცევა მამაკაცი ქალს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია არა მხოლოდ მის ხასიათსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, არამედ თავად ქალის ქცევაზეც, ურთიერთობებზე ხომ ორივე პარტნიორმა უნდა იმუშაოს.

ყველა ახალი ამბავი
0