მაშ ასე, გაითვალისწინეთ:
ვერძი — ინტელექტუალი
ვერძი ისეთ პარტნიორს ეძებს, რომელთანაც ინტელექტუალურ თემებზე საუბარს შეძლებს. ის მამაკაცში ასევე პატიოსნებასა და თავდაჯერებულობას ეძებს.
კურო — ნებისყოფიანი მამაკაცი
კურო ძალზე ერთგული პარტნიორია. მას სჭირდება მამაკაცი, რომელმაც ყველაფერი იცის რომანტიკასა და ვნებაზე და ვისაც ნამდვილი ნებისყოფა აქვს.
ტყუპები — პატიოსანი მამაკაცი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს სჭირდება თავშესაქცევი, თამაშის მოყვარული მამაკაცი, რომელიც ყოველთვის პატიოსანი დარჩება.
კირჩხიბი — გულკეთილი მამაკაცი
კირჩხიბი თავის მსგავს მამაკაცს ეძებს. ის უნდა იყოს პატიოსანი, გულწრფელი და თვითკმარი.
ლომი — კეკლუცი მამაკაცი
რამდენადაც ზოდიაქოს ამ წარმომადგენელს სიმსუბუქე და კეკლუცობა მოსწონს, ის სწორედ ასეთ მამაკაცს ეძებს.
ქალწული — მომთმენი მამაკაცი
მას ისეთი მამაკაცი სჭირდება, რომელიც ყოველთვის საიმედო იქნება და საჭირო დროს ყოველთვის მხარში ამოუდგება.
სასწორი — ლოიალური მამაკაცი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს სჭირდება ისეთი მამაკაცი, რომელიც მის განწყობაზე ადაპტირებას შეძლებს, მაგრამ, ამავე დროს, თავისი თვალსაზრისის დაცვასაც შეძლებს.
მორიელი — ვნებიანი მამაკაცი
მორიელი ქალები მძლავრი სექსუალური ენერგიის მატარებელნი არიან, ამიტომ მათ მათი ტემპერამენტის შესაფერისი მამაკაცი სჭირდებათ.
მშვილდოსანი — მგრძნობიარე მამაკაცი
მშვილდოსან ქალს სჭირდება მამაკაცი, რომელიც იუმორის გრძნობით შეძლებს დაძაბულობის მოხსნას, რომელიც იგრძნობს, როდის და რა უნდა გააკეთოს თავისი ქალის განწყობისთვის.
თხის რქა — შრომისმოყვარე მამაკაცი
ამ ნიშნით დაბადებულ ქალს შრომისმოყვარე, გამჭრიახი და ენამოსწრებული მამაკაცი სჭირდება.
მერწყული — საყვარელი
მერწყულს მომხიბლავი, კონტაქტური და ვნებიანი პარტნიორის პოვნა სურს. მის გვერდით ის მოდუნებულად და საკუთარ თავში დარწმუნებულად იგრძნობს თავს.
თევზები — რომანტიკოსი
მას გულმოწყალე და წინდახედული პარტნიორი სჭირდება, რომელსაც ძლიერი წარმოსახვა ექნება. პარტნიორს თავისი მგრძნობიარე მხარის წარმოჩენა უნდა შეეძლოს.