ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

© public domainმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა შუამდგომლობა რატი გაჩეჩილაძის მიმართ, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა ყოფილი ოპოზიციური ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი რატი გაჩეჩილაძე, რომელსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცემა ბრალდება, ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ინციდენტი გასულ შაბათს მოხდა. გვარამიას თქმით, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მას ორი პიროვნება დაესხა თავს. მოგვიანებით რატი გაჩეჩილაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ მან სცემა გვარამია, რომლის გამო მისი ოჯახი არაერთხელ დაზარალდა. გაჩეჩილაძე პოლიციას ჩაბარდა.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
თავდასხმა გვარამიაზე: დაკავებულს ბრალი წაუყენეს

„რატი გაჩეჩილაძის მიმართ იძულებითი საპროცესო ღონისძიება — დაკავება გაბათილდეს და ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდოს 5 000 ლარის ოდენობით გირაო. სასამართლო მიიჩნევს, რომ პიროვნების დაკავება უკანონოდ განხორციელდა. ბრალდებული საგამოძიებო ორგანოში თავად გამოცხადდა“, — განაცხადა მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა.

პროკურატურაში განმარტეს, რომ რატი გაჩეჩილაძის დაკავება კანონიერ საფუძველზე მოხდა.

„სახელმწიფო ბრალდებას მიაჩნია, რომ ბრალდებულის დაკავება მოხდა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად“, — განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.

გაჩეჩილაძის ადვოკატი ლილი გელაშვილი თვლის, რომ სასამართლომ „კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილება“ მიიღო.

სასამართლოს გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი, რომელიც გაჩეჩილაძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამკაცრებას და კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვს. საძაგლიშვილს მიაჩნია, რომ მუხლი „ძალადობა“, რომლითაც აღძრულია საქმე, უნდა გადაკვალიფიცირდეს მუხლით — „დევნა ჩადენილი ძალადობით, პოლიტიკური შეხედულებების ან საზოგადოებრივი აქტივობის გამო“, ან „ხულიგნობა“.

შესაბამისი განცხადებით საძაგლიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას უკვე მიმართა.

პროკურატურა - სიმბოლიკა - Sputnik საქართველო
თავდასხმა გვარამიაზე: ადვოკატი საქმის კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვს

„სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო ლოგიკური გაგრძელება იმ ქმედებებისა, რომლებიც სამართალდამცველმა ორგანოებმა გამოავლინეს. სამართალდამცველი ორგანოები მიმართული არიან იმისკენ, რომ რატი გაჩეჩილაძეს შეუმსუბუქონ პასუხისმგებლობა და ეს აისახა აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე მსჯელობის დროსაც“, — აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

7 იანვრის მოვლენების გახსენებისას გვარამიამ განაცხადა, რომ როდესაც ის მეგობრებთან ერთად რესტორანში იჯდა, შუქი ჩაქრა. ვიღაცამ უკნიდან დაარტყა. მან გონება დაკარგა და გონს იატაკზე მოვიდა.

რატი გაჩეჩილაძის ადვოკატმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც გვარამიამ ცინიკური კონტექსტით მოიხსენია რატი გაჩეჩილაძის მამა ლევან გაჩეჩილაძე და მისი ბიძა, მომღერალი „უცნობი“.

რატი გაჩეჩილაძესთან ერთად სუფრასთან კიდევ სამი ადამიანი იჯდა. ისინი პოლიციამ მოწმის სტატუსით დაკითხა.

ყველა ახალი ამბავი
0