თავდასხმა გვარამიაზე: დაკავებულს ბრალი წაუყენეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ცემის ფაქტზე დაკავებული პირი წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ლევან გაჩეჩილაძის ვაჟს რატი გაჩეჩილაძეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს მუხლით „ცემა“, განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა.

შაბათს გვარამია, მამის დაკრძალვის შემდეგ, მეგობრებთან ერთად თბილისის ცენტრში რესტორანში წავიდა, სადაც მას და რეჟისორ დავით დოიაშვილს ორი ადამიანი დაესხა თავს. მოგვიანებით რატი გაჩეჩილაძემ Facebook-ის გვერდზე დაწერა, რომ სცემა გვარამია, რადგან მისი ოჯახი არაერთი წლის განმავლობაში გვარამიას და მისი თანამოაზრეების გამო იტანჯებოდა. გაჩეჩილაძე პოლიციას ჩაბარდა. გვარამიას ადვოკატმა ბრალდების გამკაცრება და საქმის კვალიფიკაციის შეცვლა მოითხოვა.

„ბრალდებულს ბრალი წაუყენეს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია). ამის შემდეგ პროკურატურა სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შესახებ შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს, მაგრამ აღმკვეთი ღონისძიების არჩევამდე რატი წინასწარ პატიმრობაში დარჩება“, — ციტირებს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ გელაშვილის სიტყვებს.

ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ რატი გაჩეჩილაძე ბრალს აღიარებს, თუმცა, ადვოკატის აზრით, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არ იყო მართებული, შესაძლებელი იყო მომხდარის კვალიფიკაცია როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

პროკურატურა - სიმბოლიკა - Sputnik საქართველო
თავდასხმა გვარამიაზე: ადვოკატი საქმის კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვს

„ამას სიხარულით არ ვამბობ, მაგრამ ისეთი ინციდენტები, როგორც ცემა და ჩხუბი, ყოველდღე ხდება. ეს, რა თქმა უნდა, ცუდია და მისასალმებელი არ არის, მაგრამ ეს ასეა და სამართალდამრღვევები ადმინისტრაციულად ისჯებიან. სამართლის თვალსაზრისით არ ვეთანხმებით იმას, რომ რატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ეს აურზაურმა გამოიწვია, რომელიც თითქოსდა დაზარალებულმა და „ძალიან ნაცემმა“ ნიკა გვარამიამ გამოიწვია“, — აღნიშნა ადვოკატმა.

რაც შეეხება თვითონ ინციდენტს, გვარამიას განცხადებით, როდესაც ის მეგობრებთან ერთად რესტორანში იჯდა, შუქი ჩაქრა. ვიღაცამ უკნიდან დაარტყა. მან გონება დაკარგა და გონს იატაკზე მოვიდა.

რატი გაჩეჩილაძის ადვოკატი აცხადებს, რომ ინციდენტი მას მერე მოხდა, რაც გვარამიამ ცინიკური კონტექსტით მოიხსენია რატი გაჩეჩილაძის მამა ლევან გაჩეჩილაძე და მისი ბიძა, მომღერალი „უცნობი“.

რატი გაჩეჩილაძესთან ერთად სუფრასთან კიდევ სამი ადამიანი იჯდა. ისინი პოლიციამ მოწმის სტატუსით დაკითხა.

ყველა ახალი ამბავი
0