საქართველო და ისრაელი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზად არიან

© Sputnik / Levan Avlabreliისრაელის პრეზიდენტი რივლინი
ისრაელის პრეზიდენტი რივლინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ისრაელის პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის ხელმძღვანელობასთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავს და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავს.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოსა და ისრაელის პრეზიდენტებმა გიორგი მარგველაშვილმა და რეუვენ რივლინმა თბილისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

პრეზიდენტებმა შეხვედრა პირისპირ, ხოლო შემდეგ — გაფართოებულ ფორმატში გამართეს. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოტენციალზე ბიზნესის, ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში.

შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გრანდიოზული კონცერტი ისრაელში - Sputnik საქართველო
შოთა რუსთაველის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ისრაელში

„დღეს მე აქ ვიმყოფები, რათა თქვენთან ერთად აღვნიშნო ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავი, მაგრამ ჩვენი მეგობრობა გაცილებით მეტ დროს ითვლის. ებრაელთა სათვისტომო საქართველოში უკვე საუკუნეებია არსებობს… ჩემი ვიზიტის დროს მსურს მეტი შევიტყო თქვენი ქვეყნისა და იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერება“, — განაცხადა რივლინმა.

საქართველო და ისრაელი ერთობლივი მუშაობით ბევრს მიაღწევენ, აღნიშნა მან.

გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ისრაელს ყველა სახელმწიფო და სამართლებრივი ფორმატი აქვთ იმისთვის, რათა ორმხრივი ურთიერთობები გააღრმავონ.

ავიგდორ ლიბერმანი - Sputnik საქართველო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ებრაელებს საფრანგეთიდან ემიგრაციისკენ მოუწოდებს

„ჩვენს ერებს შორის მეგობრობა 26 საუკუნეს ითვლის. ჩვენ შორის დიპლომატიურ ურთიერთობას კი წელს 25 წელი უსრულდება. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ისრაელის სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განუხრელი მხარდაჭერისთვის“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოში რივლინი მეუღლესთან ერთად ოფიციალური ორდღიანი ვიზიტით ორშაბათს ჩამოვიდა. ვიზიტის მსვლელობისას დაგეგმილია ისრაელის პრეზიდენტის შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან.

საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნებს მუდმივი პოლიტიკური დიალოგი აქვთ, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0