ისრაელის თავდაცვის მინისტრი ებრაელებს საფრანგეთიდან ემიგრაციისკენ მოუწოდებს

© East News / AP/FOTOLINKავიგდორ ლიბერმანი
ავიგდორ ლიბერმანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსგავსი მოწოდებით წარსულში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც გამოვიდა, თუმცა მაშინ ამის მიზეზი ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში მომხდარი ტერაქტები იყო, სადაც რადიკალი ისლამისტების სამიზნეები ებრაელები იყვნენ.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი საფრანგეთში მცხოვრები ებრაელების მდგომარეობის გაუარესებას პროგნოზირებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

თავდაცვის მინისტრის აზრით, მის თანამემამულეებს საფრანგეთში მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო კონფერენციასთან დაკავშირებით დაუმძიმდებათ, რომლის ჩატარებაც პარიზში იგეგმება. ამის გამო ლიბერმანმა ებრაელ ხალხს კიდევ ერთხელ მოუწოდა ისრაელში ემიგრაციისკენ.

მსგავსი მოწოდებით წარსულში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც გამოვიდა, თუმცა მაშინ ამის მიზეზი ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში მომხდარი ტერაქტები იყო, სადაც რადიკალი ისლამისტების სამიზნეები ებრაელები იყვნენ.

„სამწუხაროდ, აღნიშნული კონფერენცია კიდევ მეტად გააუარესებს ებრაელებისადმი დამოკიდებულებას საფრანგეთში… შესაძლოა დადგა დრო, რომ ფრანგ ებრაელებს ვუთხრათ: ეს თქვენი სახელმწიფო არ არის, ეს თქვენი მიწა არ არის, დატოვეთ საფრანგეთი და ჩამოდით ისრაელში!“ — ციტირებს ლიბერმანის პარტიის „ისრაელი ჩვენი სახლია“ პრეს-სამსახური მის სიტყვებს.

საფრანგეთი 2017 წლის იანვარში ათობით ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციების მიწვევას გეგმავს კონფერენციაზე, რომლის მიზანიც პალესტინა-ისრაელის სამშვიდობო პროცესის რეანიმაცია იქნება. ისრაელმა ოფიციალურად თქვა უარი ფორუმში მონაწილეობაზე და მოუწოდა საფრანგეთს, არ ჩაატაროს კონფერენცია.

ავიგდორ ლიბერმანის აზრით, აღნიშნული კონფერენცია ისრაელის წინააღმდეგ მიმართული „ნამდვილი ტრიბუნალია, რომლის მიზანიც ისრაელის უსაფრთხოებისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება და ებრაული სახელმწიფოს დისკრედიტაციაა“.

რაც შეეხება პალესტინას, ის მხარს უჭერს კონფერენციის ჩატარების იდეას.

ყველა ახალი ამბავი
0