საქართველოში გრიპით დაავადებულთა რიცხვი თებერვალში გაიზრდება

© Kennedypearceგრიპი, გაციება
გრიპი, გაციება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გრიპის უმნიშვნელო სიმპტომების დროსაც კი სპეციალისტები ადამიანებს სახლში დარჩენას ურჩევენ.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. თებერვალში საქართველოში გრიპით დაავადების რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის 161 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 160 შემთხვევა იყო A/H3 ტიპის ვირუსი და ერთი — B ტიპის. იმნაძის თქმით, ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

„თებერვალში გრიპით დაავადების შემთხვევათა ზრდას ველოდებით, მაგრამ პანიკის საბაბი არ არსებობს, ამას ისეთი მასშტაბურობა არ ექნება, როგორც ეს დეკემბერში იყო. ქვეყანაში ზამთრისთვის დამახასიათებელი ვირუსები ფიქსირდება“, — განაცხადა იმნაძემ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

თერმომეტრი - Sputnik საქართველო
გრიპის სეზონი საქართველოში: სიცხიანი ბავშვები სკოლაში არ გაუშვათ

იმისთვის, რომ ადამიანმა სხვებს არ გადასდოს დაავადება, საჭიროა სამედიცინო ნიღბის ტარება.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში ვირუსულ დაავადებათა შემთხვევების რიცხვი გაიზარდა, შარშანწინდელ მონაცემებთან შედარებით კი შემცირდა, აღნიშნა იმნაძემ.

„გრიპის უმნიშვნელო სიმპტომების დროსაც კი დარჩით სახლში, სწორედ ეს „მსუბუქი ავადმყოფები“ არიან დაავადებების გადამტანები. ამიტომ თუ სიცხე არ გაქვთ, მაგრამ გრიპის სხვა გამოვლინებები სახეზეა, სახლში იქამდე დარჩით, სანამ ყველა სიმპტომი არ გაივლის“, — განაცხადა იმნაძემ.

ზოგადად, სეზონური გრიპის სამი ტიპი არსებობს — А, В და С. А ტიპის გრიპის ვირუსები, ვირუსის ზედაპირული ცილების სხვადასხვა სახეობებისა და შეთავსებების მიხედვით, ქვეტიპებად იყოფა. А გრიპის ვირუსის სხვადასხვა ქვეტიპებიდან ამჟამად გრიპის A(H1N1) და A(H3N2) ქვეტიპები ცირკულირებს. А და В ტიპის გრიპთან შედარებით С ტიპის გრიპით გაცილებით იშვიათად ავადდებიან.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
როდის და სად ჩავიტაროთ გრიპის საწინააღმდეგო აცრა

А ტიპის გრიპის ვირუსი ასნებოვნებს როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებს. ეს ვირუსი იწვევს საშუალო და ძლიერი სიმძიმის დაავადებებს, რომლებიც ეპიდემიურ ხასიათს იძენენ. А ტიპის გრიპის ეპიდემიები 2–3 წელიწადში ერთხელ პერიოდულობით ვრცელდება. ვირუსის საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ მას მუტაციის, ანუ ანტიგენური სტრუქტურის შეცვლის თვისება გააჩნია.

B ტიპის ვირუსი მხოლოდ ადამიანიდან ადამიანზე გადადის. მოცემული ტიპიც სახეცვლილებას განიცდის, თუმცა მძიმე ეპიდემიებს არ იწვევს. B ტიპის გრიპის აფეთქებებს, როგორც წესი, ლოკალური ხასიათი გააჩნია. ასეთი აფეთქებების პერიოდულობა 4–6 წელია. ისინი B ტიპის გრიპის ეპიდემიებს უსწრებს წინ ან მათ ემთხვევა.

C ტიპის ვირუსი ნაკლებად შესწავლილია. ისიც ადამიანიდან ადამიანზე გადადის, მაგრამ მძიმე სიმპტომებს არ იწვევს (ზოგიერთ შემთხვევაში ინფიცირება საერთოდ არ იწვევს სიმპტომებს).

ყველა ახალი ამბავი
0