გახმაურებული ქართული დრამა „ანას ცხოვრება“ თბილისის ეკრანებზე გამოდის

© Sputnik / Alexander Imedashviliკინოთეატრის სალარო
კინოთეატრის სალარო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ბასილიას ფილმის ნახვა თბილისის ორ კინოთეატრში იქნება შესაძლებელი.

თბილისი, 4 იანვარი— Sputnik. ნინო ბასილიას გახმაურებული ფილმი „ანას ცხოვრება“ 5 იანვრიდან თბილისის ეკრანებზე გამოდის, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

დიდი წარმატების მქონე და მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმის ნახვა თბილისის ორ კინოთეატრში იქნება შესაძლებელი — Cavea East Point–ში და „ამირანში".

უცხო სახლი - Sputnik საქართველო
2016 წლის ქართული ფილმების ტოპ-10

ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქართველი მარტოხელა დედის, ანას ცხოვრებაზე, რომელსაც აუტისტი შვილი ჰყავს და რომელიც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების იმედით ამერიკაში სამუშაოდ წასვლას გადაწყვეტს. თუმცა, ამერიკის საელჩო მას ვიზას არ მისცემს, შემოვლითი გზებით აშშ–ში მოხვედრისთვის კი ძალიან ბევრ ფულს სთხოვენ.

ამიტომ ახალგაზრდა ქალი უდიდეს რისკზე მიდის – ყიდის სახლს, ხოლო აღებულ თანხას უცნობ მამაკაცს აძლევს, რომელიც მას „ოცნებების ქვეყანაში“ ვიზის კორუფციული გზით აღებას ჰპირდება. მამაკაცი ჩვეულებრივი თაღლითი აღმოჩნდება, რაც ანას ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

ფილმში „ანას ცხოვრება“ მთავარ როლს ქართველი მსახიობი ეკა დემეტრაძე ასრულებს. ფილმის გადაღებები 2015 წლის სრულმეტრაჟიანი კინოფილმების კონკურსში გამარჯვების შემდეგ ქართულმა კინოცენტრმა დააფინანსა.

ანა დემეტრაძე - Sputnik საქართველო
ქართული ფილმი „ანას ცხოვრება“ არგენტინის ფესტივალზე დააჯილდოეს

ფილმის მსოფლიო პრემიერა 2016 წლის დასაწყისში გიოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში შვედეთში ჩატარდა. ამის შემდეგ სურათმა მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალი შემოიარა და ინგმარ ბერგმანის პრემიაზე იქნა წარდგენილი.

სურათმა „ანას ცხოვრება“ მრავალი პრიზი მოიპოვა — გრან–პრი ესპანეთში პალმა-დე-მაიორკაზე Mallorca International Film Festival-ზე და Cinema Jove-ის კინოფესტივალზე, პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის სახალინის კინოფესტივალზე რუსეთში და საფრანგეთში Arras Film Festival–ზე.

რეჟისორი, დრამატურგი, სცენარისტი და მწერალი ნინო ბასილია მოსკოვის სცენარისტებისა და რეჟისორების უმაღლესი კურსების კურსდამთავრებულია. ავტორია 25–მდე დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმის. ბასილია ავტორია 12-სერიანი ფილმისა „კარუსელი“, რომანების „პლასტმასის ნერვი“ და „შიში“, პროზაული კრებულის „აკვარიუმი“, პიესების „მელიფტე“ და „თაგვი“, ასევე საბავშვო ლექსების კრებულისა „მე — პატარა ადამიანი ვარ“.

ყველა ახალი ამბავი
0