პოლიტიკოსების გახმაურებული ციტატები 2016 წელს

© Flickr / Robert S. Donovanტელევიზორი
ტელევიზორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი წელი კარს მოგვადგა და დროა გავიხსენოთ, რა ხდებოდა 2016 წელს საქართველოში. ამჯერად გთავაზობთ პოლიტიკოსების გამონათქვამებს, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობას დაამახსოვრდა და დღემდე იხსენებს.

Sputnik საქართველომ“ შეარჩია 2016 წელს ქართველი პოლიტიკოსების ხმაურიანი გამონათქვამები, რომლებიც დიდხანს დარჩება ხალხის მოგონებებში, ეს განსაკუთრებით კი სიცილის მოყვარულებს ემახსოვრებათ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი: სექსი სირცხვილი არ არის

„მე პირადად მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია სექსუალური ცხოვრება ძალიან მდიდარი და მექნება მომავალში“.

ეს განცხადება სახელმწიფოს მეთაურმა იმ ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსების გასამხნევებლად გააკეთა, რომლებსაც ამა წლის მარტის დასაწყისში მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრებით აშანტაჟებდნენ.

პარლამენტის დეპუტატი ნუკრი ქანთარია („ქართული ოცნება“)

„ლარი დღევანდელ დღეს, ვიზუალურად რომ ვთქვათ, ოპოზიციისკენ გადაიხარა და ძალიან ბევრი სულმოუთქმელად ელოდება, როდის გადაეხვევა ლარი კუპონს, რაც მგონი, თვითონაც არ სჯერა, მაგრამ ამის მოლოდინი არის მათი მხრიდან ამაო. რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლება გარდაუვლად მიიჩნია არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, ვგულისხმობ აქციზების დაწესებას და ა.შ., ეს კიდევ გასაგებია, რომ დამატებით ფანტაზიებს უღვივებს ოპონენტებს და ჯოჯოხეთის და რაღაც ჰიჩკოკის ატმოსფეროს მიმართულებით“

დეპუტატი ნუკრი ქანთარია ამ განცხადებით პარლმენტის პლენარულ სხდომაზე, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გამოვიდა. ბიუჯეტის განხილვა აშშ დოლართან მიმართებით ლარის კურსის მკვეთრი ვარდნის პერიოდს დაემთხვა.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი დავით თარხან–მოურავი

„მთვარე მთლად ბურთი არ არის, ის უფრო კვერცხს ჰგავს“.

გაცინებული ძაღლი - Sputnik საქართველო
2016 წელს მომხდარი სახალისო ამბები პოლიტიკაში და არა მხოლოდ

ასტროფიზიკაში ახალი „აღმოჩენის“ შესახებ დავით თარხან–მოურავმა საქართველოს მოსახლეობასა და მთელ სამყაროს ტელეარხ „ობიექტივის“ ეთერით აუწყა. ამ გადაცემაში ის დედამიწაზე, მთვარეზე, მთვარის კალენდარსა და ქრისტიანობაზე მსჯელობდა.

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა

„6 წელია გვაქვს ფიზიკის სახელმძღვანელო, სადაც ნიუტონის კანონი ისეა, რომ ნიუტონი არ ეთანხმება“.

ალექსანდრე ჯეჯელავამ ამის შესახებ ჟურნალისტებს სექტემბრის ბოლოს ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებზე საუბრისას განუცხადა.

პარლამენტის დეპუტატი პარტიიდან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ირმა ინაშვილი

„გავძლიერდები, კარგად ვილოცებ, ვეზიარები და წამოვალ არჩევნებზე“.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
ჯეჯელავა მოხარულია, რომ კომბლეს ამდენი დამცველი ჰყავს

ეს განცხადება ირმა ინაშვილმა საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს გააკეთა. არჩევნები პარტია „პატრიოტთა ალიანსისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა – ის პირველად მოხვდა პარლამენტში. პარლამენტის დეპუტატი პარტიის ექვსი წევრი გახდა.

საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი

„ის, რომ ცხვირში საჯაროდ თითი არ უნდა შეიყო, სუფრაზე ხელებს არ უნდა ილოკავდე, დანა-ჩანგლით უნდა ჭამო და არა ხელებით, ეს სახლში უნდა გასწავლონ. სახლში ასწავლიან ამას ყველა ნორმალურ ადამიანს. მაგრამ ეტყობა, ნარმანია თავის ახლობლებს ამეცადინებს ამ ყველაფერში“.

ასე გამოეხმაურა ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერის იდეას დედაქალაქისა და რაიონული ადმინისტრაციების 38 თანამშრომლისთვის ეტიკეტის გაკვეთილების ჩატარებაზე ტენდერის გამოცხადების თაობაზე.

ინფორმაცია ტენდერის ჩატარების შესახებ ქართული მასმედიაში დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა. ორი დღის შემდეგ ნარმმანიამ ქალაქის მთავრობის სხდომაზე თანამშრომლებს ტენდერის გაუქმებისკენ მოუწოდა.


ყველა ახალი ამბავი
0