აშშ–ის სანქციები რუსეთის უშიშროების სამსახურსა და დაზვერვის მთავარ სამმართველოს შეეხო

© REUTERS / Jonathan Ernstბარაკ ობამა
ბარაკ ობამა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ საჯაროდ გამოცხადებული ზომებით არ შემოიფარგლება და მოსკოვის წინააღმდეგ სხვადასხვა ზომების მიღებას კვლავ გააგრძელებს.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ვაშინგტონმა სანქციები დააწესა ხუთი რუსული უწყების მიმართ, მათ შორის უშიშროების ფედერალური სამსახურისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიმართ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ აშშ–ის ფინანსთა სამინისტროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის საფუძველზე. 

ფინანსთა სამინისტრო ირწმუნება, რომ სანქციები ამერიკაში არჩევნების დროს კიბერშეტევებში ამ უწყებების მონაწილეობის გამო დაწესდა. 

ინტერნეტში ჩართული ნოუთბუქი - Sputnik საქართველო
პუტინის მრჩეველი: დასავლეთმა სანქციების ფარგლებში შესაძლოა რუსეთს ინტერნეტი გაუთიშოს

ოქტომბერში აშშ–ის სადაზვერვო საზოგადოების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის საარჩევნო სისტემებთან მიმართებით განხორციელებული კიბერშეტევების უკან რუსი ჰაკერები იდგნენ. მოგვიანებით ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ საინფორმაციო საშუალებების საშუალებით რუსეთს, დონალდ ტრამპის დახმარების მიზნით, დემოკრატიული პარტიის პარტიული სერვერების გატეხაში დასრო ბრალი. მოსკოვში ეს ბრალდებები კატეგორიულად უარყვეს. 

თეთრმა სახლმა აღიარა, რომ არჩევნების დღეს ჰაკერების რაიმე გაზრდილი აქტიურობა არ შეინიშნებოდა. კონგრესმა, თავის ხრივ, სპეცსამსახურებს გამოძიების შედეგები მოსთხოვა, თუმცა მათ ეს შედეგები არ წარმოუდგენიათ. ტრამპმა აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში მის მხარდასაჭერად რუსეთის ჩარევას „სასაცილო“ უწოდა.

აშშ–ის ხელისუფლება ქვეყნიდან 35 რუს დიპლომატს უშვებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქეები ვაშინგტონიდან და სან–ფრანცისკოდან 72 საათის განმავლობაში უნდა გამოუშვან.

35 რუს დიპლომატს, რომელთა გამოშვებაც გადაწყდა, ბარაკ ობამამ თავის განცხადებაში „დაზვერვის თანამშრომლები“ უწოდა. 

ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ოფიციალურად კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება დაკავშირებულია „აშშ–ში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობასთან“, ნათქვამია აშშ–ის პრეზიდენტის სააღსრულებო ბრძანებულებაში.

ბრძანებულების ზომების გატარება ხდება „მნიშვნელოვან, განზრახ კიბერაქტიურობასთან დაკავშირებით“, აღნიშნულია ობამას ბრძანებულებაში.

შემდეგ ჩამოთვლილია ამ ბრძანებულების მიზეზები. მათ შორისაა კომპიუტერული ქსელებისთვის ზიანის მიყენება, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ორგანიზაციებისა და ობიექტების გატეხა, კომპიუტერული ქსელების მუშაობაში ხარვეზების შექმნა, სავაჭრო საიდუმლოებების, პერსონალური ან ფინანსური ინფორმაციების მიტაცება.

ობამამ ბრძოლის გაგრძელების პირობა დადო.

„ეს ქმედებები რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ჩვენი პასუხის არასრული ჩამონათვალია. ჩვენ გავაგრძელებთ სხვადასხვა ზომების გატარებას იმ დროსა და იმ ადგილზე, რომელსაც თავად შევარჩევთ და ზოგიერთი ეს ქმედება საჯაროდ არ გაცხადდება“, – განაცხადა ობამამ.

ყველა ახალი ამბავი
0