პუტინის მრჩეველი: დასავლეთმა სანქციების ფარგლებში შესაძლოა რუსეთს ინტერნეტი გაუთიშოს

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიინტერნეტში ჩართული ნოუთბუქი
ინტერნეტში ჩართული ნოუთბუქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის გერმან კლიმენკოს თქმით, ცოტა ხნის წინ დასავლეთმა ყირიმს Google-ისა და Microsoft-ის სერვისები გაუთიშა.

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. რუსეთმა ინტერნეტის რუსული სეგმენტის ფუნქციონირების სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს, რათა დასავლეთის მხრიდან ახალი სანქციების შემთხვევაში ქვეყანაში მსოფლიო ქსელის მუშაობა არ შეფერხდეს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, ინტერნეტის განვითარების ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარემ გერმან კლიმენკომ ტელეარხ RT-სთან ინტერვიუში.

მან ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთმა ცოტა ხნის წინ ყირიმს Google-ისა და Microsoft-ის სერვისები გაუთიშა.

დასავლეთთან ჩვენ ურთიერთობებში გაუარესებისკენ „ტექტონიკური ცვლილებების“ ალბათობა მაღალია. ამიტომ ჩვენ წინაშეა ამოცანა — ინტერნეტის რუსული სეგმენტის დარეგულირება, რათა მსგავსი სცენარებისგან თავი დავიცვათ. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთში ელექტრონულმა ფოსტამ, ტელეგრაფმა, ტელეფონმა, სოციალურმა ქსელებმა განაგრძონ ფუნქციონირება“, — ციტირებს „რია ნოვოსტი“ კლიმენკოს სიტყვებს.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ „კრიტიკული ინფრასტრუქტურა, დომენების ზონის ასლის ჩათვლით“ რუსეთის ტერიტორიაზე იყოს, რათა ვერავინ გათიშოს.

ყველა ახალი ამბავი
0