უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებს 4 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც უკრაინაში ყოფნის წესები დაარღვიეს, მესაზღვრეების მოსყიდვის მცდელობაში ედებათ ბრალი.

თბილისი, 29 დეკემბერი– Sputnik. უკრაინის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე საერთაშორისო აეროპორტ „ხარკოვში“ მესაზღვრეების მოსყიდვის ბრალდებით დააკავა, ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
საქართველოს ოთხი მოქალაქე უკრაინაში ბინების ქურდობის ბრალდებით დააკავეს

დაკავებულთაგან საქართველოს ერთ მოქალაქეს აკრძალული ჰქონდა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევის გამო, ხოლო ორმა მათგანმა ქვეყანაში ყოფნის დასაშვებ ვადას გადააჭარბა.

საქართველოს მოქალაქეები საპასპორტო კონტროლის გავლის დროს დააკავეს, როდესაც ისინი ხარკოვიდან ქუთაისში გადმოფრენას ცდილობდნენ. მათ მესაზღვრეების მოსყიდვის მიზნით საკუთარ პასპორტებში 100 და 50 აშშ დოლარის კუპიურები ჩადეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია უკრაინის სსკ-ის მუხლით „თანამდებობის პირისთვის უკანონო სარგებლის შეთავაზება, დაპირება ან წარდგენა“, რაც ისჯება  ჯარიმით 500-დან 750-მდე მინიმალური შემოსავლის ოდენობით, ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით, ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ყველა ახალი ამბავი
0