საქართველოს ოთხი მოქალაქე უკრაინაში ბინების ქურდობის ბრალდებით დააკავეს

© фото - public domainხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხერსონის ოლქში დაკავებულ ქართველებს ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 22 დეკემბერი– Sputnik. უკრაინის სამართალდამცველებმა ხერსონის ოლქში საცხოვრებელი ბინების ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უკრაინის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათ ბრალი ედებათ თანხის, ძვირფასეულობის, მობილური ტელეფონებისა და პლანშეტების ქურდობაში. ეჭვმიტანილები, რომელთა ასაკი 25-დან 30 წლამდეა, ხერსონში დეკემბრის დასაწყისიდან იმყოფებოდნენ და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.

„ჩვენ ყველა საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფება უკრაინის ტერიტორიაზე „გასტროლზე“ იმყოფებოდა და სხვადასხვა ოლქში ბინების გაქურდვით იყო დაკავებული. ჩვენ მათ ვინაობასა და სხვა სახელმწიფოებში მომხდარ დანაშაულებთან მათ კავშირს ვადგენთ“, — განაცხადა განყოფილების უფროსის მოადგილემ ნიკოლაი ვერბიცკიმ.

მედიკამენტი - Sputnik საქართველო
უკრაინის მოქალაქე საქართველოში ნარკოტიკების შემოტანას ცდილობდა

ეჭვმიტანილები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი ერთ-ერთი ბინიდან მოპარული ძვირფასეულობითა და თანხით (10 ათასი გრივნა) შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიმალვას ცდილობდნენ.

პოლიციაში ამტკიცებენ, რომ აღნიშნული პირები ბინის საკეტებს ე.წ „ატმიჩკის“ საშუალებით აღებდნენ. ორი პირი ბინაში შედიოდა, ერთი სადარბაზოსთან იცდიდა, ერთიც — ავტომობილში.

როდესაც სამი ეჭვმიტანილი ავტომობილს მიუახლოვდა, მათ პოლიციელები უკვე ელოდნენ.

მომხდარ ფაქტზე აღძრულია საქმე უკრაინის სსკ-ის მუხლით „ქურდობა ბინაში ან სხვა შენობაში თუ საცავში უკანონო შეღწევით, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, რაც სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას თვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0