უკრაინის მოქალაქე საქართველოში ნარკოტიკების შემოტანას ცდილობდა

გამოწერა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს მინიმუმ 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის მცდელობის ფაქტზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
თბილისში რუსეთის მოქალაქე დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 311 აბი და 2,5 გ ბუპრენორფინის შემცველი ფხვნილი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

დაკავებულს 15-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0