პარლამენტმა „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ტრანსნაციონალური პროექტებისათვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის ქმედითი გამოყენება და ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობების გაფართოება აღმოსავლეთის ქვეყნებთან.

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტების შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო განაგრძობს რუსეთთან რაციონალურ და პრინციპულ პოლიტიკას. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ქმედითი და დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკით საქართველო განაგრძობს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული კავშირების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას“.

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროსკეპტიციზმზე საუბრობს

გარდა ამისა, რეზოლუცია ითვალისწინებს დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი განვითარების უზრუნველყოფას, საქართველოს — როგორც სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული რეფორმების კუთხით რეგიონის ლიდერის ავტორიტეტის განმტკიცებას.

პარლამენტის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს უალტერნატივო პრიორიტეტები — ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხებია, და ქვეყანა კვლავაც განაგრძობს აშშ-თან, ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებას.

„საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას, საერთაშორისო ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის, ჩვეულებრივი შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის უკონტროლო გავრცელების პრევენციას“, — ნათქვამია რეზოლუციაში.

საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ტრანსნაციონალური პროექტებისათვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის ქმედითი გამოყენება და ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობების გაფართოება აღმოსავლეთის ქვეყნებთან.

„საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ რეზოლუციის ინიციატორია მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. რეზოლუციას მხარი 150-დან 91-მა დეპუტატმა დაუჭირა.

„საქართველო საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით გააგრძელებს რაციონალურ პოლიტიკას რუსეთთან, რაც მიზნად ისახავს საგარეო პოლიტიკური საფრთხეების მინიმიზაციას, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, — ნათქვამია რეზოლუციაში.

ყველა ახალი ამბავი
0