საქართველოს შსს-ს ყოფილ ჩინოვნიკს მკვლელობის საქმეზე პატიმრობა მიესაჯა

© photo: Sputnik / Andrei Starostinმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ორი მოქალაქე 2008 წლის აგვისტოში უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი გაიტაცეს, მოკლეს და ზღვაში გადააგდეს.

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. მეტყევე-რეინჯერ დავით ცინდელიანისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის პაატა ქარდავას გაუჩინარებისა და მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს რომან შამათავას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ მსჯავრდებულის ადვოკატ გია გოროზიაზე დაყრდნობით.

მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურამ ექს–ჩინოვნიკები წამების ბრალდებით პასუხისგებაში მისცა

სასამართლომ შამათავა დამნაშავედ სცნო სსკ-ის მუხლებით „განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო მდგომარეობაში მყოფისა“ და „თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით“.

ქარდავა და ცინდელიანი 2008 წლის აგვისტოში სხვადასხვა დროს და უცნობ ვითარებაში გაუჩინარდნენ. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურა მათი გაუჩინარების ვითარების შესწავლას შეუდგა და 2014 წლის ივნისში ამ საქმეზე ბრალი შამათავას წარუდგინა.

გამოძიების მონაცემებით, შამათავამ ქარდავასა და ცინდელიანს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან კავშირში დასდო ბრალი და თავის თანამშრომლებს მათი გატაცება და ბათუმში გადაყვანა დაავალა.

მას შემდეგ, რაც ქარდავა ხელბორკილებითა და თვალახვეული ბათუმში ჩაიყვანეს, ის ნავში ჩასვეს, სადაც შამათავამ მას ფეხზე ბეტონის ნაჭერი მიაბა. ნაპირიდან 10 კილომეტრის მოშორებით შამათავამ ქარდავას თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და გვამი ზღვაში გადააგდო.

ასეთივე ბედი ეწია ცინდელიანს, რომლის სხეულს შამათავამ, ბეტონის ნაცვლად, რკინის ღუზა მიაბა.

მსჯავრდებული - Sputnik საქართველო
პროკურატურამ წამების ფაქტებზე 200-მდე სისხლის სამართლის საქმე აღძრა

თავდაპირველად პროკურატურამ სსკ-ის „თავისუფლების უკანონო აღკვეთის“ მუხლის გარდა შამათავას ბრალი წაუყენა მუხლით „განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო მდგომარეობაში მყოფისა“, თუმცა სასამართლომ, საბოლოოდ, ბრალდებული დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში სცნო.

პროკურატურის მონაცემებით, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მიიღო, რომ ცინდელიანისა და ქარდავას ცხედრები ვერ იპოვეს და საქმეში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები არ არსებობდა, რომელიც მკვლელობაზე მიუთითებდა.

განაჩენით უკმაყოფილო დარჩნენ ქარდავასა და ცინდელიანის ნათესავები და ახლობლები. ისინი შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნისთვის უვადო პატიმრობას მოითხოვდნენ.

რომან შამათავა ხურჩის ტერაქტის გამო (2008 წ.) უკვე იხდის სასჯელს.

ყველა ახალი ამბავი
0