პროკურატურამ წამების ფაქტებზე 200-მდე სისხლის სამართლის საქმე აღძრა

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშიმსჯავრდებული
მსჯავრდებული - Sputnik საქართველო
გამოწერა
წამებისა და ძალადობის, დამცირებისა და არაადამიანურად მოპყრობის საქმეებზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში 124 ადამიანი მიეცა, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნები.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში წამებისა და ძალადობის 191 სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ე.წ. ციხის სკანდალი მოხდა — სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი აუდიოჩანაწერები გასაჯაროვდა.

მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურამ ექს–ჩინოვნიკები წამების ბრალდებით პასუხისგებაში მისცა

2012 წლის ნოემბრიდან  2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში საქართველოს პროკურატურაში 191 საქმის გამოძიება დაიწყო, რომლებიც წამების, ძალადობის, დამცირებისა და არაადამიანურად მოპყრობის ფაქტებს ეხება, რომლებშიც წინა ხელისუფლებისდროინდელი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ, ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში. 

უწყების მონაცემებით, სისხლისსამართლებრივი დევნა — 124 ყოფილი საჯარო მოხელის მიმართ, მათ შორის ისეთი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ დაიწყო, როგორიცაა ექსპრემიერი და შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ექსმინისტრი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის ექსმინისტრი ბაჩო ახალაია და სხვა.

პროკურატურის განცხადებით, სასამართლოში  40 სისხლის სამართლის საქმე შევიდა, რომელთაგანაც გამამტყუნებელი განაჩენი 23 საქმეზე იქნა გამოტანილი. აღნიშნულ საქმეებზე 81 მაღალჩინოსანს ბრალი წარედგინა.

სასამართლოში განსახილველად წარიმართა 119 პირის მიმართ 40 სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა 81 პირის მიმართ 23 სისხლის სამართლის საქმეზე.

მთავარმა პროკურატურამ აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მისი მოთხოვნის საფუძველზე გადაუგზავნა.


ყველა ახალი ამბავი
0