ჯანელიძე: რუსეთთან ვიზების გაუქმება საქართველოს ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული

© Sputnik / Alexander Imedashviliმიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებისგან არანაირ კონკრეტულ ქმედებებს არ მოითხოვს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირაში გამართულ ყოველწლიურ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება არ გამორიცხა.

ვლადიმირ პუტინი დიდ პრესკონფერენციაზე - Sputnik საქართველო
პუტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას არ გამორიცხავს

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ცალხმრივად ვიზები გაუქმებელი გვაქვს და არანაირი სავიზო შეზღუდვა ჩვენი მხრიდან არ არსებობს. არანაირი წინასწარი პირობა არ არსებობს იმისთვის, რათა რუსეთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. მათ თავისუფლად შეუძლიათ ცალმხრივად მიიღონ ეს გადაწყვეტილება. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუმცა საქართველოს მხრიდან ეს არანაირ ძალისხმევას არ საჭიროებს“, — განაცხადა ჯანელიძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.

ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შეუძლიათ ჩამოსვლა, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ვიზიტისთვის ვიზები სჭირდებათ.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: საქართველო რუსეთთან უვიზო რეჟიმს უჭერს მხარს

გასული წლის დეკემბერში რუსეთმა საქართველოსთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შემოიღო. ახალი წესების თანახმად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სამიგრაციო ორგანოებში გაფორმებული მიწვევა ექნება, შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ჯერადობის კერძო, საქმიანი, ჰუმანიტარული თუ სამუშაო ვიზა — გარდა ტურისტულისა. ამასთან, მიწვევა შესაძლებელია გაფორმდეს რუსეთის მოქალაქის მიერ, მიუხედავად ნათესაობის ხარისხისა. პროცესის დაჩქარების მიზნით მიმდინარე წლის თებერვალში შემოიღეს მიწვევის ახალი სახეობა — ელექტრონული ფორმა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0