საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში შტატების შემცირება დაიწყო

© Ministry of Defence of Georgiaსაქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რეორგანიზაცია და კადრების ოპტიმიზაცია სამხედრო პოლიციიდან დაიწყო – გათავისუფლებულია 77 თანამშრომელი.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ბრძანებით სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთი ბატალიონის 77 თანამშრომელი კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი–გრუზია“ თავდაცვის უწყების პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.

თავდაცვის სამინისტროს რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის შესახებ ლევან იზორიამ მიმდინარე წლის ნოემბერში განაცხადა, როდესაც უწყების ხელმძღვანელის პოსტზე 100–დღიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.

თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტროში საჰაერო ძალების სარდლის გამო სკანდალი მწიფდება

კადრების განკარგულებაში გადაყვანილია 32 სამხედრო მოსამსახურე, 30 სამოქალაქო პირი და 15 ადამიანი, რომლებსაც სპეციალური სამხედრო წოდება აქვთ.

„ჩვენი მიზანია, რომ სამხედრო პოლიციის ბატალიონები იყოს გასამხედროებული ქვედანაყოფები, სადაც იმსახურებენ არანაკლებ ერთკონტრაქტგავლილი ჯარისკაცები და, რა თქმა უნდა, ოფიცრებიც, რომლებსაც აქვთ ძირითადად სამხედრო განათლებაც მიღებული და, რა თქმა უნდა, სამხედრო პოლიციის მიმართულებითაც არიან განვითარებული“, – განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილემ შალვა ჯაბახაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

სამხედრო პოლიციის თანამშრომლების გათავისუფლების ერთ–ერთ მიზეზად გაბერილი კადრები სახელდება. ამის მაგალითად თავდაცვის სამინისტროში მოჰყავთ ჰაუპტვახტის სამსახური, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში თავდაცვის იმდროინდელმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გააუქმა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ჰაუპტვახტი, როგორც ინსტიტუტი, გაუქმებული იყო, შენარჩუნებული იყო შტატი, ადამიანები, რომლებიც იცავდნენ შენობას დაკავებული სამხედროებისთვის.

ქართული ჯარი - Sputnik საქართველო
მინისტრი: ქართულ ჯარში სავალდებულო გაწვევა უნდა აღდგეს

თავდაცვის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ გათავისუფლებულებს, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, კომპენსაციას გადაუხდიან, ასევე არ გამორიცხავენ, რომ მათი ნაწილი, კონკურსის გავლის შემთხვევაში, უწყების სხვა ქვედანაყოფებში დასაქმდნენ.

სამხედრო პოლიცია 2007 წელს დაარსდა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების არმიებში გავრცელებული სამხედრო კომენდატურის თავისებული ანალოგია.

სამხედრო პოლიცია საქართველოს გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფია. ის იძიებს სისხლის სამართლის საქმეებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რეაგირებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე და ზრუნავს სამხედრო ობიექტებისა და შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილების უსაფრთხოებაზე.

ყველა ახალი ამბავი
0