ცილისწამება და შეურაცხყოფა, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იურიდიულ მეცნიერებათა აკადემია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესწორებების შეტანის წინადადებით გამოდის.

თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტები უახლოეს პერიოდში სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი შესწორებების განხილვას დაიწყებენ, რომლებიც ცილისწამებისა და შეურაცხყოფის სისხლის სამართლის დანაშაულებად აღიარებას ითვალისწინებს.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია იურიდიულ მეცნიერებათა აკადემია. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის ბიურომ უკვე დაარეგისტრირა. სისხლის სამართლის კოდექსში იგეგმება ორი ტერმინის დამატება — „ცილისწამება“ და „შეურაცხყოფა“.

საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ცილისწამებაში ადანაშაულებს

შესწორებების თანახმად, ცილისწამებად ჩაითვლება ფიზიკური და იურიდიული პირის შესახებ ცრუ ინფორმაციის ან მონაჭორის გავრცელება საჯაროდ, მასმედიის, ან სხვა რაიმე სახის ტექნიკური საშუალებით. ინიციატორთა წინადადებით, სასჯელის ზომად შეთავაზებულია 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ან 50 000 ლარამდე ჯარიმა.

გარდა ამისა, შესწორებებში გათვალისწინებულია, რომ დანაშულად ჩაითვალოს ფიზიკური ან იურიდიული პირის შეურაცხყოფა უხამსი სიტყვიერი ან კარიკატურული ფორმით, ან ბეჭდვითი, ან სხვა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით. პროექტის თანახმად, ეს ქმედება ითვალისწინებს სასჯელის სახით 2 წლით თავისუფლების აღკვეთას, ან ჯარიმას 20 000 ლარამდე.

საქართველოს შეიარაღებული ძალები - Sputnik საქართველო
შპიონაჟი თუ ცილისწამება - სკანდალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში

ასევე დაისჯება ფარული ვიდეოგადაღებით მოპოვებული პირადი, საიდუმლო, ნეგატიური ყოფა-ცხოვრების ამსახველი ისეთი მონაცემების გავრცელება, რომელიც შეურაცხყოფს ადამიანის პირად ღირსებას და სახელს უტეხს საზოგადოების თვალში. ან რელიგიის, სარწმუნოების სიტყვიერი, ან რაიმე კარიკატურული ფორმით გამოხატული შეურაცხმყოფელი მასალის გავრცელება პრესის ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით – სამიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან 70 000 ლარის ოდენობის ჯარიმით.

შესწორებები ძალაში შევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დეპუტატები მას სამი მოსმენით უყრიან კენჭს და შემდეგ პრეზიდენტი მოაწერს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0