საქართველოში 2017 წლიდან გაიზრდება გადასახადები სიგარეტზე, ბენზინსა და ავტომობილებზე

© Sputnik / Alexander Imedashviliსაახალწლოდ მორთული თბილისის ქუჩები
საახალწლოდ მორთული თბილისის ქუჩები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისულება გადასახადების გაზრდით ბიუჯეტის გაზრდას 548 მილიონი ლარით გეგმავს.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა შეწორებები საგადასახადო კოდექსში. შესწორებები ითვალისწინებს 2017 წლიდან გადასახადის ზრდას სათამაშო ბიზნესზე, ავტომობილების, ბენზინისა და სიგარეტის იმპორტზე. 

შესწორებებს მხარი დაუჭირა 99–მა დეპუტატმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შემოსული გადასახადებიდან ბიუჯეტის საერთო შემოსავალი 548 მლნ ლარი იქნება. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, შემოსავლები 11 მილიარდ 457 მილიონი ლარი იქნება, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელზე 1,3 მლრდ ლარით მეტია.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

გადასახადების გაზრდა საქართველოს მთავრობის გეგმის ნაწილია, რომელიც ეროვნული ვალუტის გამტკიცებასა და სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი თანხების მოზიდვას ემსახურება. აშშ დოლართან მიმართებით ლარის დღევანდელი კურსია: 1 აშშ დოლარი – 2,6837 ლარი.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს ყველაზე მეტად ავტომობილისტები და იმპორტიორები ეწინააღმდეგებიან. მათ საპროტესტო აქციაც მოაწყვეს, მაგრამ ამაოდ.

რაც შეეხება ავტომობილის იმპორტზე აქციზს, 2017 წლის 1 იანვრიდან ის, ძრავის კუბურ სანტიმეტრზე 0,2 ლარიდან 1,5 ლარამდე გაიზრდება.

ჰიბრიდულ მანქანებზე აქციზი პირიქით, 60%–ით მცირდება.

ყველაზე მტკივნეული შესწორებები იქნება მათთვის, ვინც საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილის შემოყვანას მოისურვებს – 2017 წლის 1 იანვრიდან ასეთი ავტომობილების შემოყვანაზე აქციზი სამმაგი ოდენობის იქნება.

საცობი თბილისის ქუჩებში პიკის საათის დროს - Sputnik საქართველო
საქართველოში ავტომფლობელებისთვის გადასახადის დაწესება იგეგმება

ასევე, ავტომობილის მფლობელები, ვისი წლიური შემოსავალიც 40 ათას ლარზე მეტია, გადაიხდიან 60–დან 500 ლარამდე ოდენობის გადასახადს (ავტომობილის გამოშვების წლის მიხედვით).

რაც შეეხება აქციზს ნავთობროდუქტებზე, ის 1000 კუბურ მეტრ თხევად აირზე 120 ლარით და 1 ტონა შემოტანილ ნავთობპროდუქტებზე, მათ შორის ბენზინზე, დიზელსა და მანქანის ზეთებზე, ზუსტად რჯერ გაიზრდება. ამჟამად თხევადი გაზის ღირებულება 80–დან 120 ლარამდეა.

ახალი წლიდან აქციზი ერთ  კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე 0,6 ლარით გაიზრდება და 1,7 ლარი გახდება, ხოლო უფილტრო სიგარეტზე – 0,3 ლარით და 0,6 ლარი გახდება.

გადასახადების გაზრდა შეეხება ასევე კაზინოებსა და ტოტალიზატორებს.

ელექტრონული ტოტალიზატორების მფლობლები განაკვეთის თანხიდან 5–ის ნაცვლად 10%–ს გადაიხდიან.

გაიზრდება ასევე მოსაკრებელი სათამაშო ბიზნესისთვის. თითოეულ სათამაშო მაგიდაზე კაზინოს მფლობელებმა კვარტალში ერთხელ 20 ათასიდან 40 ათას ლარამდე უნდა გადაიხადონ (ნაცვლად 15–დან 30 ათასამდე ლარისა), ხოლო თითოეულ სათამაშო აპარატზე – 2–დან 4 ათას ლარამდე (ნაცვლად 1,5–დან 3 ათასამდე ლარისა). 

 

ყველა ახალი ამბავი
0