საქართველოში ავტომფლობელებისთვის გადასახადის დაწესება იგეგმება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაცობი თბილისის ქუჩებში პიკის საათის დროს
საცობი თბილისის ქუჩებში პიკის საათის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება გეგმავს გადასხადის დაწესებას იმ ავტომფლობელებისთვის, რომელთა ოჯახის შემოსავალი 40 ათას ლარს აღემატება.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა 2017 წლის 1 იანვრიდან ქონების გადასახადის დაწესებას გეგმავს ავტომობილების იმ მფლობელებისთვის, რომელთა ყოველწლიური შემოსავალი 40 ათას ლარს აღემატება, იუწყება ტელეარხი „პალიტრა ტვ“.

საქართველოს მთავრობამ უფრო ადრე განაცხადა, რომ იმპორტირებულ ავტომობილებსა და ნავთობროდუქტებზე აქციზის გაზრდას აპირებს. ექსპერტების პროგნოზით, ეს საწვავის გაძვირებას და შემდეგ სხვადასხვა საქონელზე ფასების ზრდას გამოიწვევს. ეკონომიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ფასები მხოლოდ 0,5–0,6%–ით გაიზრდება.

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
საქართველოში ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდა ფასების მატებას გამოიწვევს

რაც შეეხება ახალ ინიციატივას, ავტომობილის მფლობელისთვის ქონების გადასახადი მანქანის გამოშვების წელზე იქნება დამოკიდებული.

ერთ წლამდე ავტომობილებისთვის განსაზღვრულია 500 ლარის ოდენობის გადასახადი, 1 წლიდან 5 წლამდე ავტომობილებისთვის – 240 ლარი, ხუთიდან ათ წლამდე – 120 ლარი, ხოლო ათ წელზე ზევით – 60 ლარი.

საქართველოს მთავრობა ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ბოლო დროს ავტომობილების გაზრდილი რაოდენობა ქვეყნის ეკოლოგიურ ვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს და ართულებს გადაადგილებას დიდი ქალაქების გზებზე.

2015 წელს საქართველოში 1 მლნ ავტომობილი იყო, მოსახლეობა კი 3,7 მლნ–ს შეადგენს.


ყველა ახალი ამბავი
0