ევროკავშირმა საქართველოსა და უკრაინას უვიზო რეჟიმი, შესაძლოა, გაზაფხულზე წარუდგინოს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებები ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის მიღებას უკვე 2016 წელს ვარაუდობდნენ, მაგრამ პროცესი, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულამდე გაჭიანურდება.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირმა საქართველოსა და უკრაინას უვიზო რეჟიმი, შესაძლოა, 2017 წლის გაზაფხულის დასაწყისში დაუწესოს, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ანონიმურმა წყარომ ევროკომისიაში.

„რამდენადაც ვიცი, დიმიტრის აბრამოპულოსმა (ევროკომისარი შინაგან საქმეთა, მიგრაციისა და მოქალაქეობის საკითხებში) ოთხშაბათს განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ უვიზო რეჟიმი გაზაფხულის დასაწყისში იქნება დაწესებული“, — განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
პროცედურები ევროკავშირში საქართველოსთვის ვიზების გაუქმების გზაზე

თბილისისა და კიევის ხელისუფლებები ვარაუდობდნენ, რომ ევროკავშირი საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს უკვე წელს აამოქმედებდა.

ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟან-კლოდ იუნკერი ოთხშაბათს უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შემოღების პროცესის დასრულების მოწოდებით გამოვიდა.

„ჩვენ ამას დავპირდით. მათ შეასრულეს ის, რასაც მოვითხოვდით. ახლა ჩვენი ჯერი დადგა“, — განაცხადა იუნკერმა სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის წარმომადგენლებმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით სამშაბათს რეგულაციების ცვლილებების საბოლოო ვარიანტი შეათანხმეს.

კარლო ნატალე - Sputnik საქართველო
კარლო ნატალე: ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზებს უახლოეს მომავალში გააუქმებს

დადგენილი პროცედურების თანახმად, რეგულაციის ცვლილების შეთანხმებულ რედაქციას დაამტკიცებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი (COREPER) და კენჭს უყრის ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტი (LIBE).

ევროკავშირმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დიალოგი 2012 წელს დაიწყო. 2013 წლის თებერვალში ევროკომისიამ საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ წარადგინა მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის ყველა პირობა შეასრულა.

თუ ევროპარლამენტარები მოიწონებენ კანონპროექტს, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღით 180 დღის მანძილზე).

ყველა ახალი ამბავი
0