კარლო ნატალე: ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზებს უახლოეს მომავალში გააუქმებს

© FB / NATO & EU Info Centerკარლო ნატალე
კარლო ნატალე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებმა სამშაბათს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით რეგულაციების ცვლილებების საბოლოო ვარიანტი უნდა შეათანხმონ.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. უახლოეს მომავალში ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს გააუქმებს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ კარლო ნატალემ.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველომ უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის ყველა პირობა შეასრულა

საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით სამშაბათს ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის წარმომადგენლებმა რეგულაციების ცვლილებების საბოლოო ვარიანტი უნდა შეათანხმონ. ამის შემდეგ დოკუმენტს კენჭი უნდა უყარონ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, შემდეგ კი ევროკავშირის საბჭოში დაამტკიცონ.

„ჩვენ ველოდებით ახალ ამბებს ბრიუსელიდან, სადაც დღეს შეხვედრაა დანიშნული. გასულ კვირაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როცა [ევროკავშირის] პარლამენტი, საბჭო და ევროპის კომისია შეთანხმდნენ ახალ სისტემაზე, რომელიც საქართველოსთან პირდაპირ კავშირში არ არის, თუმცა უვიზო მიმოსვლის პროცესისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და, დარწმუნებული ვარ, უვიზო მიმოსვლა უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი“, — განაცხადა ნატალემ.

გასულ კვირაში ევროკავშირში მესამე ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის თაობაზე შეთანხმდნენ, თუ მათი ტერიტორიებიდან მიგრანტებისა და დევნილების უკონტროლო შედინება დაიწყება. ეს შეთანხმება საქართველოსა და უკრაინისთვისაც აუცილებელ პირობას წარმოადგენდა სავიზო მიმოსვლის გასაუქმებლად.

თუ ევროკავშირი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის მანძილზე 90 დღით უვიზოდ ყოფნის უფლება ექნებათ.

ყველა ახალი ამბავი
0