პრემიერი: საქართველომ უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის ყველა პირობა შეასრულა

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის ქვეყნების როლი აღნიშნა, რომლებიც ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა პირობის შესრულებაში დაეხმარნენ.

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება იმედს გამოთქვამს, რომ უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის აუცილებელი პროცედურები უახლოეს დროში დასრულდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

ევროპარლამენტი - Sputnik საქართველო
ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს უვიზო რეჟიმის დაუყოვნებლივ განხილვისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმდნენ,  რაც ვიზების გაუქმების სავალდებულო პირობას წარმოადგენს. 

„ჩვენ კიდევ დაგვრჩა გასავლელი მთელი რიგი პროცედურები, ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ფეხდაფეხ მივყვებით ამ პროცესს და დიდი იმედი გვაქვს, რომ უმოკლეს დროში მოხდება მთლიანი პროცედურის დასრულება. საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა პირობა შეასრულა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრები ბრიუსელში და ევროპის დედაქალაქებში ძალიან გვეხმარებიან ამ პროცესში", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის დიდი მიღწევა იქნება. 

თუ ევროპარლამენტის დეპუტატები მოიწონებენ კანონპროექტს, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ ყოფნას 180 დღის მანძილზე 90 დღის განმავლობაში შეძლებენ.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0