ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს უვიზო რეჟიმის დაუყოვნებლივ განხილვისკენ მოუწოდებს

© REUTERS / YVES HERMANევროპარლამენტი
ევროპარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპარლამენტის დეპუტატები ევროპის კავშირის საბჭოს მოუწოდებენ, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე მოლაპარაკებები ნოემბერში დაიწყონ და არა მას შემდეგ, რაც საგანგებო ვითარებაში უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ევროპის პარლამენტი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე და არ გადადოს ამ საკითხის განხილვა.

შესაბამისი წერილი, რომელიც ევროპარლამენტის მომხსენებელმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებში მარია გაბრიელმა გამოაქვეყნა, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის (LIBE) წევრებმა სლოვაკეთის წარმომადგენლობას გაუგზავნეს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.

სტრასბურგი - Sputnik საქართველო
ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზების გაუქმების საკითხს დეკემბრამდე გადაწყვეტს

ამ ეტაპზე პროცედურებით გათვალისწინებულია ევროკავშირის ევროპარლამენტთან და ევროკომისიასთან მოლაპარაკებების დაწყება. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით მხარეებმა უნდა შეათანხმონ და მოამზადონ რეგულაციების ცვლილებების საბოლოო ვარიანტი. ამის შემდეგ დოკუმენტს კენჭი უნდა უყარონ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხოლო შემდეგ დაამტკიცონ ევროკავშირის საბჭოში.

ევროდეპუტატებმა მოუწოდეს ევროკავშირის საბჭოს, შესაბამისი მოლაპარაკებები დაიწყონ მიმდინარე წლის ნოემბრიდან და უკმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭომ სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უვიზო რეჟიმის საგანგებო შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება.

საქართველოში ევროპარლამენტის მოწოდებას მიესალმებიან. თემას გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.

ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
საქართველო მიესალმება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას ვიზების თაობაზე

„აბსოლუტურად ყველა ვალდებულება, რომელიც საქართველოს ჰქონდა აღებული, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში შესრულდა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს არ მოხდა და გადაიდო რამდენიმე თვით, დამოკიდებული იყო არა საქართველოზე, არამედ იმ მიგრაციულ პროცესებზე, რაც ევროპაში ხდება“, — განაცხადა სუბარმა.

საქართველოში იმედოვნებდნენ, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე ზაფხულში შემოიღებდა, თუმცა ივნისის დასაწყისში საკითხის განხილვა გადაიდო.

თუ ევროპარლამენტის დეპუტატები კანონპროექტს დაამტკიცებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნას 180 დღის მანძილზე 90 დღის ვადით შეძლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0