პროცედურები ევროკავშირში საქართველოსთვის ვიზების გაუქმების გზაზე

© Fotolia / Grecaud Paulევროკავშირის დროშები
ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით ცვლილებების საბოლოო ვარიანტზე კენჭისყრა ევროპარლამენტის უახლოეს პლენარულ სესიაზე გაიმართება.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა პროცედურები, რომლებიც ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთვის არის საჭირო.

ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის წარმომადგენლებმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით სამშაბათს რეგულაციების ცვლილებების საბოლოო ვარიანტი შეათანხმეს.

კარლო ნატალე - Sputnik საქართველო
კარლო ნატალე: ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზებს უახლოეს მომავალში გააუქმებს

ოფიციალური თბილისი მიესალმა ფაქტს, რომ შეთანხმებას პირველივე შეხვედრაზე მიაღწიეს.

დადგენილი პროცედურების თანახმად, რეგულაციის ცვლილების შეთანხმებულ რედაქციას დაამტკიცებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი (COREPER) და კენჭს უყრის ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტი (LIBE), აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

შემდეგ გაიმართება კენჭისყრა ევროპარლამენტის უახლოეს პლენარულ სესიაზე, რის შემდეგაც განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.

რეგულაცია ოფიციალურ ჟურნალში მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის (ნიდერლანდები) შესაბამისი წარმომადგენელი საკანონმდებლო ცვლილებს ხელს მოაწერენ.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველომ უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის ყველა პირობა შეასრულა

სამინისტროში განმარტეს, რომ უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად ამოქმედდება.

ევროკავშირის სტრუქტურებმა ეს მექანიზმი გასულ კვირაში შეათანხმეს, ამ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა ევროპარლამენტში 15 დეკემბერს არის დაგეგმილი, აღნიშნულია ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ვიმედოვნებთ, რომ დარჩენილი საკანონმდებლო პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმით სარგებლობას“, — ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ევროკავშირმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დიალოგი 2012 წელს დაიწყო. 2013 წლის თებერვალში ევროკომისიამ საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ წარადგინა მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის ყველა პირობა შეასრულა.

თუ ევროპარლამენტარები მოიწონებენ კანონპროექტს, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღით 180 დღის მანძილზე).

ყველა ახალი ამბავი
0