2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი: საქართველოს სიახლეები ელოდება

© photo: Sputnikქართული ეროვნული ვალუტა - ლარი
ქართული ეროვნული ვალუტა - ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატები პლენარულ სხდომაზე 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას შეუდგნენ. სახელმწიფო ბიუჯეტი მომავალ წელს ქვეყანას მრავალ - როგორც სასიამოვნო, ისე არცთუ სასიამოვნო სიახლეს მოუტანს.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 10%-ით შემცირდა სახელმწიფო დაწესებულებების სახელფასო და ადმინისტრაციული ხარჯები. ასევე მცირდება უწყებების ავტოპარკი, უქმდება ან მცირდება საბიუჯეტო პროგრამების ნაწილი.

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
საქართველოში ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდა ფასების მატებას გამოიწვევს

გაუქმებას ექვემდებარება საქართველოს მთავრობასთან არსებული საინვესტიციო სააგენტო და ეკონომიკური საბჭო. შემცირდება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხარჯები. ხელისუფლებას ასევე არ სურს ბიუჯეტიდან დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დაფინანსება.

გარდა ამისა, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს აქციზის გადასახადის გაზრდას თამბაქოს პროდუქციაზე, სათამაშო ბიზნესზე, ავტომობილების იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე.

ბიუჯეტი ციფრებში

საქართველოს მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი გათვლილია კურსით — 1 აშშ დოლარი/2,5 ლარი, არაუმეტეს 4% ინფლაციიდან გამომდინარე, მშპ-ის 4%-იანი ზრდის გეგმით. ერთ სულ მოსახლეზე მშპ 9 627,9 ლარს შეადგენს.

პროექტის თანახმად, 2017 წელს შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში შეადგენს 11 457 მლნ ლარს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 1,3 მილიარდით მეტია.

გაიზრდება ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები — 9 489 მლნ ლარი, რაც 934,5 მილიონით მეტია 2016 წლის მაჩვენებელზე.

საცობი თბილისის ქუჩებში პიკის საათის დროს - Sputnik საქართველო
საქართველოში ავტომფლობელებისთვის გადასახადის დაწესება იგეგმება

სახელმწიფო მეტი შემოსავლის მიღებას გეგმავს მუხლით „გადასახადები“. დიდი წილი მოვა აქციზებზე, გადასახადებზე საქონელსა და მომსახურებაზე, დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადზე. შემოსავლების ეს ნაწილი 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, 840 მილიონი ლარით გაიზრდება.

გარდა ამისა, 2017 წელს საქართველო 284 მლნ ლარის ოდენობის 26 გრანტის მიღებას გეგმავს, საიდანაც 12 ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის დაფინანსებას მოხმარდება.

რაც შეეხება ასიგნებებს, 2017 წელს ის 11 415 მლნ ლარს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1,3 მილიარდით მეტია. წინა წელთან შედარებით 577 მლნ ლარით გაიზრდება ასევე ბიუჯეტის ხარჯები.

ავტობუსი - Sputnik საქართველო
საქართველოში ტრანსპორტზე ფასები გაიზარდა

ძირითადი ხარჯები

ამ წელს ყველაზე მეტი თანხის დახარჯვა იგეგმება ჯანდაცვაზე, განათლებაზე, რეგიონულ განვითარებაზე, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარებაზე.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ხარჯების გაზრდა სოციალურ დაცვაზე, პენსიებზე, ჯანდაცვის პროგრამებზე, საავადმყოფოების აშენებაზე, განათლებაზე, მათ შორის პროფესიული განათლების მხარდაჭერაზე, კოოპერატივების მხარდაჭერაზე, აგროკრედიტების გაცემასა და გზების გაუმჯობესებაზე.

ასევე, პროექტში გათვალისწინებულია ხარჯები სამთავრობო პროგრამისთვის „აწარმოე საქართველოში“ (41,7 მლნ ლარი), ანაკლიის პორტის მშენებლობაზე (96 მლნ ლარი), ქუთაისის აეროპორტის დამატებით ტერმინალზე (30 მლნ ლარი) და სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებაზე (111 მლნ ლარი).

თოვლის ბაბუა, უშველე ლარს
თოვლის ბაბუა, უშველე ლარს - Sputnik საქართველო
თოვლის ბაბუა, უშველე ლარს

 

ყველა ახალი ამბავი
0