პოლოლიკაშვილი შესაძლოა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი გახდეს

© МИД Грузииზურაბ პოლოლიკაშვილის წარდგენა UNWTO-ს გენმდივნის თანამდებობაზე
ზურაბ პოლოლიკაშვილის წარდგენა UNWTO-ს გენმდივნის თანამდებობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო გაეროში ასეთ მაღალ თანამდებობაზე თავის კანდიდატურას წარადგენს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ქართველი დიპლომატი ზურაბ პოლოლიკაშვილი შესაძლოა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას (UNWTO) ჩაუდგეს სათავეში როგორც გენერალური მდივანი, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გუშინ მადრიდში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატის ზურაბ პოლოლიკაშვილის წარდგენის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მოქმედი გენერალური მდივანი ტალებ რიფაი ესწრებოდნენ.

ტურისტები მეიდანზე - Sputnik საქართველო
ტურისტული კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველომ 71-ე ადგილი დაიკავა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და საქართველოში ტურიზმის სფეროს პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი. მინისტრის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო გაეროში ასეთ მაღალ თანამდებობაზე თავის კანდიდატურას წარადგენს.

ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილი წარმატებით გაართმევს თავს ყველა იმ ამოცანას და მიზნებს, რომლებიც ტურიზმის ორგანიზაციის დღის წესრიგში დგას.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა (აღმასრულებელი საბჭოს წინადადებით) ოთხი წლის ვადით ირჩევს. კანდიდატურას მხარი უნდა დაუჭირონ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მოქმედ წევრთა ორმა მესამედმა.

UNWTO-ს გენერალური მდივნის ხელახალი არჩევა მხოლოდ ერთხელ დაიშვება.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
საქართველოს წლის დასაწყისიდან 5,8 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია

ზურაბ პოლოლიკაშვილი: დაიბადა თბილისში 1977 წლის 12 იანვარს. არის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის საერთაშორისო საბანკო საქმის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. მაგისტრის ხარისხი მადრიდში მოიპოვა.

2001-2005 წლებში „თიბისი ბანკში“ წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა, რის შემდეგაც ერთი წლის განმავლობაში ეკავა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა.

2006-2009 წლებში ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი იყო, მომდევნო ერთი წელი კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

2010 წელს პოლოლიკაშვილი კვლავ „თიბისი ბანკში“ დაბრუნდა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე.

2011-2012 წლებში საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ დირექტორი იყო.

2012 წელს პოლოლიკაშვილი განმეორებით დაინიშნა ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.

ფლობს ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ, რუსულ და იაპონურ ენებს. დაოჯახებულია, ჰყავს სამი შვილი.

ყველა ახალი ამბავი
0