საქართველოს წლის დასაწყისიდან 5,8 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 2016 წლის 11 თვეში 7,9%-ით გაიზარდა.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში 5,8 მლნ ვიზიტორზე მეტი ეწვია, აქედან ტურისტი 2,5 მილიონზე მეტი იყო, ამაზე ქვეყნის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემები მეტყველებს.

საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის ზრდამ, გასული წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, 7,9% შეადგინა, ხოლო ტურისტების — 19,3%.

ტურისტები მეიდანზე - Sputnik საქართველო
ტურისტული კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველომ 71-ე ადგილი დაიკავა

წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოს ეწვია აზერბაიჯანიდან (ზრდა +9,8%), სომხეთიდან (+1%), თურქეთიდან (-9,8%), რუსეთიდან (+13%) და უკრაინიდან.

მხოლოდ ნოემბერში საქართველოს დაახლოებით 458,5 ათასი ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის მონაცემზე 5,1%-ით მეტია. აქედან ტურისტი 164 ათასზე მეტი (+14,1%) იყო.

ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოში იყო სომხეთიდან (+10,8%), აზერბაიჯანიდან (-1,8%), თურქეთიდან (-12,1%), რუსეთიდან (+9,8%) და უკრაინიდან (+15,9%).

რაც შეეხება ევროკავშირს, განსაკუთრებით პოპულარული საქართველო იყო ლიტველებისთვის (+71%), პოლონელებისთვის (+49%), გერმანელებისთვის (+32%), ფრანგებისთვის (+24%) და დიდი ბრიტანელებისთვის (+20%).

ვიზიტორების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ირანიდან (+487%), საუდის არაბეთიდან (+183%), ინდოეთიდან (+133%), ჩინეთიდან (+112%), უზბეკეთიდან (+112%) და ბელარუსიდან (+30,5%).

2016 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში უცხოური ტურიზმიდან შემოსავალმა 867,9 მლნ აშშ დოლარი (+13,2%) შეადგინა. ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) 7,1% შეადგინა (ზრდა +8,1%).

ყველა ახალი ამბავი
0