პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი საფრანგეთის 2016 წლის საუკეთესო მუსიკოსი გახდა

© courtesy of Khatia Buniatishviliხატია ბუნიათიშვილი
ხატია ბუნიათიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წელს ქართველმა პიანისტმა ალბომი „კალეიდოსკოპი“ გამოუშვა, რომელშიც მის მიერ შესრულებული მუსორგსკის, რაველისა და სტრავინსკის ნაწარმოებები შევიდა.

თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს, საფრანგეთის ტელევიზია TF1-მა 2016 წლის საუკეთესო მუსიკოსად აღიარა და მას Q d’Or-ის ოქროს პრიზი გადასცა.

ბუნიათიშვილისთვის ეს წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა – პიანისტმა კონცერტების სერია გამართა მსოფლიოს ყველაზე განთქმულ დარბაზებში, მათ შორის, „კარნეგი-ჰოლში“.

ხატია ბუნიათიშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი პიანისტი Jacques Lemans-ის ბრენდის სახე გახდა

2016 წელს ქართველმა პიანისტმა გამოუშვა ალბომი „კალეიდოსკოპი“, რომელშიც მის მიერ შესრულებული მუსორგსკის, რაველისა და სტრავინსკის ნაწარმოებები შევიდა. წლეულს ხატიამ ზუბინ მეტას დირიჟორობით ისრაელის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად დაუკრა, ასევე პარიზში გაიმართა კონცერტი „არგერიხი და მეგობრები“, სადაც გენიალურმა პიანისტმა მარტა არგერიხმა მხოლოდ შვიდი შემსრულებელი მიიწვია და მათ შორის იყვნენ ხატია და გვანცა ბუნიათიშვილები.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის ნოემბერში ხატია ბუნიათიშვილი საათების ცნობილი ავსტრიული ბრენდის „ჟაკ ლემანის" ახალი სახე გახდა. 

ხატია ბუნიათიშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი პიანისტი და ბარაკ ობამა ჯგუფ Coldplay–ს ახალ ალბომში

ქართველი პიანისტი ათი წლის ასაკიდან გამოდის კონცერტებით ევროპაში, რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, ისრაელსა და აშშ-ში. ხატია ბუნიათიშვილი დაიბადა თბილისში, 1987 წელს. ფორტეპიანოზე დაკვრა უფროს დასთან გვანცასთან ერთად სამი წლის ასაკიდან დედის ხელმძღვანელობით დაიწყო. ექვსი წლის ასაკში კამერული ორკესტრის თანხლებით თბილისში მისი პირველი კონცერტი გაიმართა.

კონსერვატორიის სტუდენტობისას, 2003 წელს ხატიამ კიევში ვლადიმირ გოროვიცის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზი, ხოლო ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების მხარდასაჭერად გამართულ კონკურსზე პირველი პრიზი მიიღო. ბუნიათიშვილი ასევე Borletti-BuitoniTrustAward (2010) პრემიის ლაურეატია და EchoKlassikAwards-ზე (2012) „წლის საუკეთესო ახალბედას“ წოდება მიიღო.

ხატია და გვანცა ბუნიათიშვილები - Sputnik საქართველო
ხატია და გვანცა ბუნიათიშვილების დამატყვევებელი ლიბერტანგო

ხატია ბუნიათიშვილი ცნობილი ბრიტანული როკ-ჯგუფის Coldplay-ს ახალი ალბომის HeadFullOfDreams ჩაწერაში მონაწილეობდა, პიანისტი აკომპანემენტს უწევდა ალბომის მთავარი კომპოზიციის Kaleidoscope-ის ჩაწერისას.

ამჟამად ხატია ბუნიათიშვილი პარიზში ცხოვრობს და გასტროლებს მართავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ყველა ახალი ამბავი
0