ქართველი პიანისტი და ბარაკ ობამა ჯგუფ Coldplay–ს ახალ ალბომში

© FB / Khatia Buniatishviliხატია ბუნიათიშვილი
ხატია ბუნიათიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯგუფმა გამოიყენა ობამას მიერ შესრულებული სასულიერო ჰიმნის Amazing Grace–ს ჩანაწერი, რომელიც პრეზიდენტმა ჩარლსტონის ეკლესიაში დაღუპული ცხრა ადამიანის დაკრძალვის ცერემონიაზე შეარულა.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა მონაწილეობა მიიღო ცნობილი ბრიტანული როკ–ჯგუფის Coldplay–ს ახალი ალბომის ჩაწერაში, რომლის სახელწოდებაცაა Head Full Of Dreams, და რომლის გაყიდვაც 5 დეკემბერს დაიწყება, — იუწყება პიანისტის ფეისბუქგვერდი

ბუნიათიშვილი ალბომის მთავარი კომპოზიციის, სიმღერა Kaleidoscope–ს აკომპანიატორია. მის გარდა ამ ტრეკის შექმნაში მონაწილეობდა აშშ–ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც. საქმე ისაა, რომ ჯგუფმა გამოიყენა ობამას მიერ ნამღერი სასულიერო ჰიმნის Amazing Grace–ს ჩანაწერი, რომელიც პრეზიდენტმა ჩარლსტონის ეკლესიაში 2015 წლის 17 ივნისს დაღუპული ცხრა ადამიანის დაკრძალვის ცერემონიაზე შეასრულა. 

ბარაკ ობამასა და ხატია ბუნიათიშვილის გარდა, Coldplay–ს ახალი, მეშვიდე ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდნენ მსახიობი გვინეტ პელტროუ, ბრიტანელი მუსიკოსი ნოელ გალაჰერი, ამერიკელი მომღერალი ბიონსე, მისი ქალიშვილი  ბლიუ აივი და სხვები. 


ყველა ახალი ამბავი
0