ხატია და გვანცა ბუნიათიშვილების დამატყვევებელი ლიბერტანგო

გამოწერა

ხატია და გვანცა ბუნიათიშვილებმა საკუთარი ნიჭით მსმენელი კიდევ ერთხელ მოხიბლეს. მათი შესრულებით მოსმენილი ლიბერტანგო სულს გიფორიაქებს. მოისმინეთ და დატკბით უზადო შესრულებით.
ამ დროისათვის პარიზში მცხოვრებ ხატია ბუნიათიშვილს მსოფლიოს ირგვლივ მრავალი გასტროლი აქვს. თითქმის ყველა საკონცერტო ტურნეში ხატიას თავისი უფროსი და — გვანცა დაყვება და დები ზოგჯერ ერთადაც ასრულებენ სხვადასხვა ნაწარმოებს.
ხატია ბუნიათიშვილს ტალანტი ბავშვობიდანვე აღმოაჩნდა. ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა ხატიამ და გვანცამ სამი წლის ასაკიდან დაიწყეს. ექვსი წლის ასაკში ხატიამ თბილისში პირველი კონცერტი გამართა, ხოლო ცხრა წლის ასაკიდან ევროპის, რუსეთის, უკრაინის, სომხეთისა და აშშ-ის სხვადასხვა ქალაქებში გასტროლი დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0